რუსეთი ბელორუსში სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის

რუსეთი ბელორუსში სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის

მიმდინარე წლის ბოლომდე, ბელორუსის ტერიტორიაზე, ბარანოვიჩის აეროდრომზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო საავაციო ბაზაზე, 24 ერთეულ Су-27СМ3-ის ტიპის გამანადგურებელს განათავსებენ.

თვითმფრინავები რუსეთის მოკავშირე ბელორუსის საჰაერო სივრცეს დაიცავენ. განცხადება ამის შესახებ სააგენტო ИТАР-ТАСС-სთან საუბრისას, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბონდარევმა გააკეთა.

"ამჟამად ბელორუსში Су-27СМ3-ის ტიპის 4 გამანადგურებელი გვყავს, რომლებიც რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანებს ემსახურებიან. არსებული გეგმით, უახლოეს მომავალში, მათი რაოდენობა ერთ ესკადრილიამდე - 12 ერთეული, გაიზრდება. წლის ბოლომდე კი ბარანოვიჩში გამანადგურებლების რიცხვის გაზრდას 24-მდე ვაპირებთ", - განაცხადა ბონდარევმა.

Су-27СМ3 გამანადგურებელ Су-27-ის ბოლო მოდიფიკაციაა და ამჟამად რუსეთს შეიარაღებაში ის 12 ერთეულის ოდენობით ჰყავს.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ კრემლმა ბელორუსში A-50-ის ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი გადაისროლა. ეს უკანასკნელი ამერიკული "ავაქსის" რუსული ანალოგია. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი მოსკოვმა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, NATO-ს "ავაქსების" ფრენების დაწყების საპასუხოდ გადადგა.

შეგახსენებთ, რომ განცხადება საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავების განთავსების თაობაზე, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, უსაფრთხოების საბჭოს მორიგ სხდომაზე, 12 მარტს გააკეთა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dokwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა