პოპულარული გემრიელი პროდუქტები და მითები მათ მავნებლობაზე

პოპულარული გემრიელი პროდუქტები და მითები მათ მავნებლობაზე

რაც უფრო პოპულარულია პროდუქტი, მით უფრო მეტი მითია მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, სრულიად ჩვეულებრივი პროდუქტების რეპუტაცია ხშირად ხდება ეჭვის საგანი და ბევრი ადამიანი იღებს მათ რაციონიდან.

მოდით, გავარკვიოთ, რა საერთო აქვთ ამ მითებს რეალობასთან.

მითები შოკოლადზე

"შოკოლადში სასარგებლო არაფერია"

ხარისხიან შოკოლადში ნამდვილად შედის სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, ტანინი, მაგნიუმი, ფოსფორი, ვიტამინი A,B.

გარდა ამისა, შოკოლადი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია.

"შოკოლადი კარიესს აჩენს"

შოკოლადი არ აჩენს კარიესს, მაგრამ დაზიანებულ ემალს ვნებს ნებისმიერ პროდუქტში შემავალი შაქარი, იქნება ეს შოკოლადი თუ ქლიავის ჩირი.

"შოკოლადი ნარკოტიკივითაა"

ბევრი ადამიანი ებრძვის სტრესსა და ცუდ განწყობას შოკოლადით. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ სეროტონინის გამომუშავებას, რასაც "ბედნიერების ჰორმონს" უწოდებენ. მაგრამ შოკოლადი არ იწვევს ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას.

მითები კეტჩუპზე

"კეტჩუპი სუფთა ქიმიაა და არაფერს სასარგებლოს არ შეიცავს"

შესაძლოა ზოგიერთი მწარმოებელი მართლაც იყენებს მის წარმოებაში ზედმეტ და არასაჭირო დანამატებს, ხელოვნურ საღებავებს, გემოს გამაძლიერებლებს, სხვადასხვა ბოსტნეულის პიურეს პამიდორთან ერთად, მაგრამ მთავარია ამ ყველაფრის მითითება ეტიკეტზე არ "დაავიწყდეს".

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს