შსს-მ ყაჩაღობა გახსნა

შსს-მ ყაჩაღობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლაშა მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ლაშა მ. თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა გელა რობაქიძის ოჯახს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით 20 000 ლარი, 4 000 აშშ დოლარი, 1 500 ევრო, 750 თურქული ლირა, ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავეს, კიდევ სამი პირის ვინაობა დადგენილია. მათ დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ