შეუძლია თუ არა თქვენს ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა - ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად

შეუძლია თუ არა თქვენს ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა - ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად

ზამთარი დასასრულს უახლოვდება, დღემ საგრძნობლად იმატა, თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში უჩივის სისუსტესა და ძალთა განლევას. მათ ორგანიზმს აღარ შესწევს ვირუსებსა და სხვა ინფექციებთან ბრძოლის უნარი. რა მდგომარეობაშია თქვენი იმუნური სისტემა და რა სჭირდება მას? ამის გარკვევაში ეს ტესტი დაგეხმარებათ. უპასუხეთ კითხვებს და დააჯამეთ ქულები:

ხშირად მიირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს?

ყოველდღე - 0

კვირაში 2-3-ჯერ - 1

იშვიათად - 3

რამდენი საათი გძინავთ ღამით?

6 საათზე ნაკლები - 3

6-8 საათი - 1

8 საათზე მეტი - 0

რა სიხშირით მისდევთ სპორტს?

კვირაში 3-4-ჯერ - 0

კვირაში დაახლოებით 2-ჯერ - 1

კვირაში ერთი დღე - 3

გაწუხებთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, რევმატიზმი)?

კი - 2

არა - 0

სვამთ რომელიმე მედიკამენტს რეგულარულად?

კი - 2

არა - 0

ეწევით სიგარეტს?

კი - 2

არა - 0

რამდენჯერ ცივდებით წელიწადში?

6-ზე მეტჯერ - 3

3-6-ჯერ - 1

3-ჯერზე ნაკლებად - 0

ხშირად იმყოფებით სტრესულ მდგომარეობაში ან ხშირად ხართ ემოციურად დაძაბული?

კი, საკმაოდ ხშირად ვნერვიულობ- 3

ვიღებ სტრესსაც, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, მოვდუნდე - 1

არა, თითქმის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ვარ - 0

იხილეთ ტესტის შედეგები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია