TOP 3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ქალის

TOP 3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ქალის

ალბათ ნებისმიერი ქალის ოცნებაა ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც მისი ქალური ბუნების სირთულეებსა და ხუშტურებს უთქმელად გაიგებს და რაც მთავარია, ლოიალურად მოეკიდება მას. თუმცა, მამაკაცები მოგეხსენებათ მარსიანელები არიან, ქალები კი ვენერიანელები ამიტომ როგორც წესი, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ქალის ხასიათში ბოლომდე გარკვევა და იმის გათავისება, თუ რა სურთ რეალურად სუსტი სქესის წარმომადგენლებს...

მაგრამ ძვირფასო ქალბატონებო, ფარ-ხმალის დაყრა არ ღირს, იმიტომ რომ არსებობენ ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" მქონე პლანეტით მართული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ქალური ფსიქოლოგიის უბადლო "ექსპერტებსაც" ვხვდებით ხშირად... წარმოგიდგენთ საუკეთესო სამეულს

კირჩხიბი - კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველი მთვარე გახლავთ, მთვარე კი ქალური ენერგეტიკის მქონე უმთავრესი პლანეტაა. ამიტომ მამაკაც კირჩხიბში, რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის მოგეჩვენოთ იგი, საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მარტივად აღმოაჩენთ გარკვეულ, "ფემინურ" შტრიხებს, რის საფუძველზეც მას ძალიან კარგად გამოსდის საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის შესწავლა. იგი არასოდეს დარჩება გაკვირვებული ქალის ცრემლებითა და ემოციებით, იმიტომ რომ შინაგანად თავადაც არანაკლებ სენსიტიური და მოწყვლადია. კირჩხიბისთვის არც დედობის ტვირთი და სიმძიმეა გაუგებარი, ამიტომ მეუღლეს ორსულობის და ჩვილის აღზრდის პერიოდში ამ კაცზე უკეთ ვერც ერთი მამრი ვერ გაუგებს და დაუდგება გვერდით. უფრო მეტიც, მას შეუძლია პატარას დედაზე ბევრად უკეთაც კი მოუაროს. მამაკაც კირჩხიბს უყვარს სამზარეულო და ხშირად ეხერხება გემრიელი კერძების კეთება. ამიტომ ისეთი ქალისთვის, რომელსაც ამ უკანასკნელის ზედმეტად მზრუნველი ხასიათი და პერიოდული დეპრესიის შემოტევები არ გააღიზიანებს, კირჩხიბი ნამდვილი საჩუქარი იქნება.

სასწორი - თვალისმომჭრელი ღიმილი, კარგი გემოვნება, დახვეწილი მანერები და უნარი ყველას მოაწონოს თავი გარშემო, აი ის უმთავრესი "ბენეფიტი", რომლითაც სასწორი მამაკაცი გამოირჩევა. თუმცა, ქალების ფსიქოლოგიის ნიუანსებსში წვდომის უნარს, იგი ძირითადად მმართველ პლანეტას - ვენერას უნდა უმადლოდეს. თუ კირჩხიბი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ემოციური კუთხით უახლოვდება, სასწორს ისეთი წვრილმანი, მაგრამ ქალისთვის აუცილებელი სფეროები ესმის როგორიცაა: შოპინგი, ლამაზად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილება და სახელოვნებო სფეროების სიყვარული. მას შეუძლია თავადაც ოსტატურად შეურჩიოს საყვარელ ქალს შესაფერისი იმიჯი, თმის ვარცხნილობა, სამოსი და ა.შ. იგი რბილი, ლოიალური და არაკონფლიქტური კაცია, რომელსაც ურჩევნია ყოველთვის ქალს მიანდოს გადაწყვეტილების მიღება. არასოდეს იქცევა დიქტატორულად და იშვიათად უხეშობს საყვარელ ადამიანთან. ყოველთვის მოწესრიგებული, მოდური და ელეგანტურია. ამასთან ერთად, გააჩნია კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები და დიპლომატიური მიდგომის ნიჭი, რის ხარჯზეც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ახერხებს თავის დაძვრენას.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს