გოგლა ჟვანია - ზურასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება მუდმივად იყო

გოგლა ჟვანია - ზურასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება მუდმივად იყო

ზურასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება მუდმივად იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, დაპირისპირება და აგრესია უმეტესად მოდიოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან.

"ზურას და სააკაშვილს შორის დაპირისპირება მუდმივად იყო. ეს არავისთვის დამალული არ ყოფილა. ამის უამრავი ფაქტი არის. ზურამ მოიყვანა სააკაშვილი პოლიტიკაში. ამის მიუხედავად სააკაშვილმა შექმნა ცალკე პარტია და გამოეყო ზურას პარტიას. სააკაშვილი აქტიურად იბრძოდა ზურას წინააღმდეგ. 2003 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც მოყვა "ვარდების რევოლუცია", ძალიან მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ამ ორ გუნდს შორის და უმეტესწილად ეს დაპირისპირება და აგრესია მოდიოდა სააკაშვილის გუნდიდან", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, დაპირისპირება გაგრძელდა ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის დროს.

"ერთი ძალიან საჯარო ფაქტია თუ გახსოვთ. ოქრუაშვილი ბარამიძის დაჭერას აპირებდა. ოქრუაშვილი მაშინ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო ძალისმიერ ქმედებებში და ბარამიძე იყო ზურას გუნდის წევრი. ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო როგორი ურთიერთობა არსებობდა ამ ორ გუნდს შორის", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა