გოგა ჟვანია - ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

გოგა ჟვანია - ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

დეპუტატ გოგლა ჟვანიას შეფასებით, ზურაბ ჟვანიას შესახებ გამოქვეყნებული კადრები ვერანაირად ვერ ხსნის "იმ სულელურ ვერსიებს", რაზეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე გოგლა ჟვანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ FBI-ის დასკვნით, გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა.

"არსებობს FBI-ის დასკვნა. ეს არის ტენიკური ექსპერიმენტი, რომელიც "ნიკალას" მუშაობასთან დაკავშირებით ჩატადა. მათ ასევე გამოკვლეული აქვთ სისხლი და დაადგინეს სისხლში კარბოქსი-გემოგლობინის ოდენობა. ეს ორი კონკრეტული დასკვნაა ამ საქმეში. გარდა ამისა FBI-ის რამდენიმე ნივთმტკიცებაზე შესწავლილი აქვს დნმ-ის არსებობა, რომელიც არანაირ სურათს არ იძლევა, რადგან არასრული შესწავლაა - ბევრად მეტი ნივთმტკიცება არსებობს და ეს სრულ სურათს არ იძლევა. რაც შეეხება დაწერილ დასკვნებს, დასკვნები ჩვენ განსაჯაროებული გვაქვს ცხრა წლის წინ. ეს დასკვნები პირადად მე განვასაჯაროვე. ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემოება არ შექმნილა. ამაზე ქართულ თარგმანში ეწერა, რომ CO-ს დონემ ოთახში უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დონეს, რაც იყო ტყუილი და შემდეგ ეს თარჯიმნის შეცდომას დააბრალეს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოძიებაში ბევრი ახალი მტკიცებულებაა. ის მასალები, რომელმაც ინტერნეტით გაჟონა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან იქ დაფიქსირებულია ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომელიც, როგორც ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ. დაზიანებები დაფიქსირებული იყო ვიდეო-კასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მათ ყურადღებით არ გაანალიზეს და არ ნახეს. გამოქვეყნებული კადრები ვერანაირად ვერ ხსნის იმ სულელურ ვერსიებს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საუბრობენ", - განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, მიდის ინტენსიური საგამოძიებო პროცესი და უმოკლეს დროში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ააგოროს აჟიოტაში, რომ სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურში გადავიდეს, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება. სურთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩინონ. ეს პროცესი გამოძიებას არანაირად არ აწყობს. ეს პროცესი არ აწყობს არც ოჯახს, ამიტომ ვიკავებდით ყველანაირი კომენტარისაგან თავს. ჩვენი მთავარი მიზანია გამოძიება დასრულდეს" , - აღნიშნა ჟვანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა