პრაქტიკული მაგიის კანონები - ნივთები, რომლებიც სახლში ბედს ან უბედობას იზიდავს

პრაქტიკული მაგიის კანონები - ნივთები, რომლებიც სახლში ბედს ან უბედობას იზიდავს

პრინციპებში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ არსებობს ნივთების სია, რომელიც სახლში ბედნიერებას ან პირიქით უბედობას იზიდავს. შესაბამისად, დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ შერჩევას.

ნივთები, რომელთა შენახვაც არ შეიძლება სახლში:

1. ძველი სამოსი და ფეხსაცმელი. მიჩნეულია, რომ მათ უიღბლობა მოაქვთ.

2. გაფუჭებული ტექნიკა. იგი ნეგატიურ ენერგეტიკას გაორმაგებული ძალით იზიდავს.

3. გაბზარული ან სხვისი გამოყენებული ჭურჭელი - ოჯახურ ურთიერთობაში კრიზისების გაჩენის წინაპირობაა.

4. ე.წ. ხვიარა მცენარეები - სახლში აბსოლუტურად დაუშვებელია. მიჩნეულია, რომ ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. სახლის გარეთ თუნდაც კედელზე ან ეზოში კი პირიქით, ისინი გარკვეული დამცავის ფუნქციას იძენენ.

5. ნაჩუქარი ქოთნის პალმა - ჩხუბისა და აყალმაყალის ნიშანია.

6. გამხმარი ყვავილები - სიღარიბეს იზიდავს.

ნივთები, რომელთა შენახვაც პირიქით, დადებით ენერგეტიკას მოიზიდავს თქვენს ოჯახში:

1. ქოთნის ყვავილები - მათ აქვთ უნარი ჩვენში არსებული ნეგატიური ემოციები და აზრები გარდაქმნან დადებით ენერგეტიკად.

2. ცხოველის ტყავი - მიჩნეულია, რომ სიმდიდრისა და ბარაქის მოზიდვის წინაპირობაა.

3. ფიგურები და ქანდაკებები ცხოველების გამოსახულებით - ოჯახს ავი თვალისა და ნეგატივისგან იცავენ.

4. ე.წ. "მატრიოშკები" ან კალის ჯარიკაცების ნაკრები შესანიშნავი დამცავი მექანიზმია ოჯახური სიძლიერისა და სიმტკიცის.

5. ფერადი, ლამაზი ბალიშები - ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

6. მასიური ხისგან დამზადებული სასადილო მაგიდა - ოჯახური სიმყარისა და სიყვარულის სიმბოლოა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?