რა შემთხვევაში რჩება კაცი ცოლის ერთგული მთელი ცხოვრება, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რა შემთხვევაში რჩება კაცი ცოლის ერთგული მთელი ცხოვრება, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

სტატია და კვლევა დაწერილა. ამიტომ ჩვენ, ჩვენი მხრივ აღარ ვაპირებთ თავი შეგაწყინოთ იმის ახსნით რატომ არიან მამრები ბუნებით მონოგამიურები, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მათ ბევრი მანდილოსანიც არ უდებს ტოლს ამ მხრივ. დღეს გვინდა ერთგულებაზე ვისაუბროთ და ის მეთოდები შემოგთავაზოთ, რომლის მეშვეობითაც თქვენს საყვარელს მამაკაცს მეტ სტიმულს მისცემთ საიმისოდ, რომ იყოს ერთგული პარტნიორი.

ვერძთან ბალანსის დაცვაა საჭირო. თავი არც ძალიან უნდა მოანატროთ და არც უნდა მოაბეზროთ. ნაკლებად უკითხეთ ნოტაციები.

Astrologia
კუროს ერთგულება დამოკიდებულია თქვენი ხასიათის სიმყარესა და სტაბილურობაზე. ზოგადად ეს ის კაცია, რომელიც იშვიათად და უხალისოდ ღალატობს.

Astrologia
ტყუპის თქვენ გვერდით ”დაბმა”, მხოლოდ ინტელექტით და ერუდიციის დონით გამოგივათ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენში რამდენიმე ქალია თავმოყრილი - ცოლი, მეგობარი და საყვარელი. ტყუპს ჭკვიანი ქალები ხიბლავს.

Astrologia

კირჩხიბისთვის უნდა იყოთ ერთდროულად დედაც და ცოლიც. თუკი მას თქვენი სახით მზრუნველი და თანამგრძნობი ადამიანი ეყოლება, სხვა ქალთან არ დაიწყებს კომფორტის ძიებას.

Astrologia
ლომის ერთგულება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახერხებთ, რომ იგი თქვენთვის პირველ ადგილზე იყოს ცხოვრებაში. თუკი მუდმივად დაუფიქსირებთ იმას, რომ თქვენთვის ის პრიორიტეტული და განუმეორებელი ადამიანია, ლომი სხვაზე არასოდეს გაგცვლით.

Astrologia
ქალწულის ერთგულება რომ დაიმსახუროთ, არასოდეს უნდა შეუქმნათ ქაოსი არც სახლში, არც ურთიერთობაში. თუკი ის თქვენთან თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს, ნაკლებად მოინდომებს სხვისკენ გახედვას.

Astrologia
სასწორი მამაკაცი ფლირტის მოყვარულია, მას უბრალოდ არ შეუძლია მსუბუქი ფლირტის გარეშე. თუკი ამის გამო დრამას არ მოუწყობთ და საშუალებას მისცემთ პერიოდულად თავი მოიწონოს საზოგადოებაში, სერიოზულ ღალატამდე საქმე არასოდეს მივა.

Astrologia
მორიელი მამაკაცის ერთგულება დამოკიდებულია თქვენ მიმართ მისი ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხზე. თუკი ერთგულებაზე გადაგამოწმათ, სულის სიძლიერით მოხიბლეთ და ნერვული სისტემაც მყარი გაქვთ, ნუ გეშინიათ, თქვენს სუპერსექსუალურ პარტნიორს ვერც ერთი ქალი ვერ წაგართმევთ.

Astrologia
მშვილდოსნის ერთგულება რომ დაიმსახუროთ ერთობ რთული საქმეა. ამ მამაკაცებს უჭირთ თავის კონტროლი. თუმცა, თუკი თქვენი სახით კარგი მეგობარი და თანამოაზრე ეგულებათ, რომელიც არასოდეს აკრიტიკებს რაც არ უნდა დააშაოს, შესაძლოა, მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლოს მისი საქციელი.

Astrologia
თხის რქა საკმაოდ ერთგულთა კატეგორიას განეკუთვნება. თუმცა, მის ერთგულებასაც სჭირდება მოპოვება და დაფასება. ასეთი მამაკაცი სხვაზე არასოდეს გაგცვლით, თუკი მყარი მორალური პრინციპების მქონე, გაწონასწორებული და მშვიდი ქალი ხართ.

Astrologia

მერწყული დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ზოგადად ერთგულების საკითხს. ფიზიკური ღალატი მისთვის დიდ ტრაგედიად იშვიათად აღიქმება. ამიტომ როგორც წესი რომც გიღალატოთ ამ თემაზე თავად შეგატყობინებთ. გარკვეულწილად ერთგული არის მაშინ, როცა მეუღლის სახით კარგი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს.

Astrologia
თევზები ხათრიანი და რბილი კაცია. ქალებს ძალიან მოსწონთ მისი იმიჯი და გალანტურობა. ამიტომ თაყვანისმცემლების სიმცირეს არასოდეს უჩივის. ერთგულია, თუკი ემოციურად ძლიერი მიჯაჭვულობა გააჩნია პარტნიორის მიმართ, ან ამ უკანასკნელის უბრალოდ ეშინია.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?