რაზე ოცნებობენ ზოდიაქოს ნიშნები

რაზე ოცნებობენ ზოდიაქოს ნიშნები

რომ ნებისმიერი ადამიანის მისწრაფება, მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებს ეფუძნება. ამიტომ ის თუ ვინ, რაზე ოცნებობს კონკრეტულად მარტივი გამოსაცნობია თუკი მისი დაბადების თარიღი ზუსტად ვიცით.

ვერძი - პირველობაზე ოცნებობს საქმეშიც და სიყვარულშიც. ლიდერის პოზიციის გარეშე ის უბრალოდ უფუნქციო ადამიანად იგრძნობს თავს.

კურო - სტაბილურობაზე და მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს. ფინანსური კეთილდღეობის და ასე თუ ისე პროგნოზირებადი მომავლის გარეშე კურო ნერვიული და აგრესიული ხდება.

ტყუპი - მისი ოცნებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იცვლება, თანაც კარდინალურად. თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება - ის მრავალფეროვან ცხოვრებაზე ოცნებობს და საშინლად ეშინია რუტინის.

კირჩხიბი - ოჯახზე, მყუდრო კერასა და შვილებზე ოცნებობს ყოველთვის გულის გულში. კირჩხიბი ბედნიერია, როცა იცის, რომ საყვარელი ადამიანებითაა გარემოცული და ამ ადამიანებს იგი ძალიან სჭირდება.

ლომი - ძალაუფლებაზე ოცნებობს. ამიტომ ყველგან და ყოველთვის უფროსობის სურვილი გააჩნია. და არამხოლოდ გააჩნია, შეუძლია კიდეც. მან უნდა იბრწყინოს როგორც მეფემ (დედოფალმა).

ქალწული - არასოდეს ოცნებობს! მისი მიზნები ყოველთვის ასრულებადი და აბსოლუტურად რეალურია.

სასწორი - ლამაზ ურთიერთობაზე, ჰარმონიულ სასიყვარულო კავშირზე და მშვიდ, დახვეწილ გარემოში ცხოვრებაზე ოცნებობს. ქაოსი, მისთვის დეპრესიის წყაროა.

მორიელი - საინტერესო და მძაფრი ემოციებით სავსე ცხოვრებაზე ოცნებობს. როგორც წესი, ყველა მორიელს აქვს სურვილი დაიპყროს დიდი მწვერვალი, გადმოხტეს პარაშუტიდან ან დიდი სისწრაფით ატაროს მანქანა ავტობანზე.

მშვილდოსანი - მსოფლიოს მასშტაბით ხეტიალზე და სხვადასხვა ქვეყნების ნახვაზე ოცნებობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ ოცნებას, ნაწილობრივ მაინც აუცილებლად ისრულებს. ზოგჯერ იმით, რომ სამუშაოს ირჩევს ისეთს, რომლის გამოც იძულებული იქნება იმოგზაუროს.

თხის რქა - მაღალ სოციალურ სტატუსზე, თანამდებობასა და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაზე ოცნებობს. თუმცა მის ოცნებაში ამ საპატიო ადგილის დაკავება, მასთან ერთად ოჯახის წევრებმა და შვილებმაც უნდა შეძლონ.

მერწყული - მომავლის ტექნოლოგიების დატესტვაზე ოცნებობს. სიამოვნებით იმოგზაურებდა მთვარეზე ან მარსზე. დაბრუნდებოდა დროის მანქანით შუა საუკუნეებში და გაარკვევდა, შეეჯახება თუ არა დედამიწას რეალურად მომავალში ავადსახსენებელი მეტეორი.

თევზები - გამუდმებით ოცნებობს და ფაქტობრივად რეალური ცხოვრებისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?