1. კირჩხიბი
შესაძლოა, კირჩხიბი ძალიან ორიენტირებული იყოს კარიერაზე, რადგან მას ყოველთვის ამოძრავებს ფარული ამბიციები, მაგრამ მოულოდნელი ორსულობა მისთვის არასდროს იქნება უსიამოვნო სიურპრიზი. კირჩხიბი მთელი არსებით დედაა, ამიტომ ყოველთვის იპოვის გამოსავალს რთული სიტუაციიდან. ხოლო, თუ ის კირჩხიბი ხართ, რომელიც დიდი ხანია დაორსულებას ცდილობს, გილოცავთ! ოქტომბერი სწორედ ის თვეა, როცა ნატვრა აგისრულდებათ
2. სასწორი
სიყვარულის ნაყოფი - ასე ეძახიან შვილს შეყვარებული წყვილები... რადგან, ოქტომბერში თქვენში ვნებისა და გრძნობების ვულკანი ამოიფრქვევა - რომელიც თავის დაცვასაც კი დაგავიწყებთ - მალევე შეიტყობთ, რომ სულ მალე დედიკო გახდებით. თუ დაორსულება არ გინდათ, რადგან სამყაროსგან უდროოდ მიღებული საჩუქარი ყველა გეგმას ჩაგიშლით და ფიქრობთ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე თავს ვერ გაართმევთ დედობას ან სრულიად უარი თქვით ოქტომბერში სექსზე, ან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
3. თევზები
მართალია, თევზები ნებისყოფითა და შინაგანი ძალით არ გამოირჩევიან, მაგრამ ორსულობა სრულიად გარდასახავს მათ. თევზები საუკეთესო დედებად ყალიბდებიან. იჩენენ მზრუნველობას, ყურადღებიას; არ იშურებენ სითბოსა და სიყვარულს. ისინი ყურადღებით უსმენენ თავიანთ შვილებს და იშვიათად იჩენენ სიმკაცრეს მათ მიმართ. თქვენ ახლა შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ ხართ, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით, შიშს ბედნიერება შეცვლის.