4 ნიშანი, რომელიც მაისში პარტნიორს არ უნდა ეჩხუბოს, თორემ სამუდამოდ დაშორდება

4 ნიშანი, რომელიც მაისში პარტნიორს არ უნდა ეჩხუბოს, თორემ სამუდამოდ დაშორდება

კურო

ფრთხილად კუროებო! ერთი შეხედვით, მსუბუქი წაკინკლავებაც კი შესაძლოა სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. მართალია, საყვედურების თქმა არ გჩვევიათ, მაგრამ დიდი ალბათობით, დღეს  პარტნიორის მიმართ აგრესია მოგაწვებათ. სჯობს გამოიჩინოთ დიპლომატია, მოთოკოთ ემოციები, თავი შეიკავოთ არასასიამოვნო რეპლიკებისგან, ან მეორე ნახევარის გაკრიტიკებისგან, თორემ ურთიერთობა თავზე ისე ჩამოგენგრევათ, გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებთ. თქვენი საყვარელი ადამიანი ადგება, ბარგს ჩაალაგებს და წავა. ხოლო თუ ერთად არ ცხოვრობთ, თქვენს ნომერს ან სოციალურ ქსელს დაბლოკავს და ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს.

Astrologia

ტყუპი

დღეს პარტნიორის თხოვნები წუწუნისა და შეწინააღმდეგების გარეშე უნდა შეასრულო. მეტიც, ზედმეტი შეკითხვებითაც კი არ უნდა შეაწუხოთ, თუ გსურთ რომ თქვენ შორის ნაღმი არ აფეთქდეს. ურთიერთობაში კომპროპისი აუცილებელია. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ ყოველთვის თქვენ თმობთ, მაგრამ კარგად თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ თქვენი მეორე ნახევარიც ძალიან ცდილობს, ხშირად დგამს პირველ ნაბიჯს და თქვენი სიყვარულის გამო თავის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. თუ ის არ გაჩერდა და ძალით ჩაგითრიათ ჩხუბში, არ უყვიროთ, არ გალანძღოთ.

Astrologia

ქალწული

გამოიჩინეთ ლმობიერება, მიმტევებლობა და შეძვერით საყვარელი ადამიანის ტყავში. ნუ არიგებთ ქრონიკულად ჭკუას, მასწავლებელი ან აღმზრდელი ხომ არ ხართ?! ნუ აგრძნობინებთ გამუდმებით, რომ მასზე ერთი საფეხურით მაღლა დგახართ და ძალიან გაუმართლა, რომ ურთიერთობას დათანხმდით. თქვენ უკვე მოახერხეთ მისთვის კომპლექსების გაჩენა და თუ დღეს მაინც არ მოესიყვარულებით, არ მოეფერებით და არ შეაქებთ, შესაძლოა მომავალში ძალიან გაგიჭირდეთ ერთად ყოფნა.

Astrologia

მერწყული

დღევანდელი ჩხუბი ოჯახის დანგრევის ტოლფასია, ამიტომ თუ სახლიდან წასვლისთვის ან მეუღლის გაგდებისთვის მზად არ ხართ, ნუ იჩქარებთ კამათის წამოწყებას. რაც შეეხებათ შეყვარებულებს, დღეს თქვენი თქვენი რჩეული წარსულში ჩადენილ ყველა ცოდვას გაგიხსენებთ, ამიტომ არ ღირს გარისკვა და მასთან წაკინკალვება.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?