ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს - ყველაზე ხელგაშლილი და ძუნწი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს  - ყველაზე ხელგაშლილი და ძუნწი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

და კარგი მატერიალური შემოსავლის თემა არაერთი წყვილის შემთხვევაშია ერთ-ერთი, მთავარი განმპირობებელი იმისა, თუ რამდენად მყარი იქნება სამომავლოდ ამ ორის თანაცხოვრება. ხშირად ზუსტად ფინანსურ საკითხებში მკვეთრი შეუთავსებლობა ხდება ბევრი ოჯახის დანგრევის მიზეზიც. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც ყასიდადაც კი არ უნდა შესთავაზოთ საერთო, ოჯახური ბიუჯეტის მართვა, მამაკაცებო. თუმცა, ისეთი ქალებიც მოიძებნებიან, ვინც პირიქით, შეიძლება თქვენს პირად ფინანსურ მენეჯერად და ოჯახურ "ბანკირად" შეგიძლიათ აქციოთ თამამად.

ასე მაგალითად, ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნით დაბადებული ქალები - ვერძები, ლომები, ტყუპი, მერწყულები, მშვილდოსნები და სასწორები ნამდვილად არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მიდრეკილებით ფული ეკონომიურად ხარჯონ. მათ უმრავლესობას უყვარს ფინანსების უმისამართოდ ფლანგვა და თავს არასოდეს ეუბნებიან უარს კომფორტისა და ფუფუნების ნივთების შეძენაზე. შესაბამისად, თუკი მსგავსი ტიპის ქალს უკავშირებთ ცხოვრებას უნდა იცოდეთ, რომ მისი მეუღლეობა საკმაოდ "ძვირი" დაგიჯდებათ ყველა გაგებით.

რაც შეეხება მიწისა და წყლის სტიქიის მანდილოსნებს - ანუ კუროებს, კირჩხიბებს, მორიელებს, თხის რქებს, ქალწულებს და თევზებს ამ მხრივ თევზების გარდა, ნებისმიერი მათგანი საკმაოდ წინდახედული და ხელმომჭირნეა ფინანსების თვალსაზრისით. შესაბამისად, მეუღლე, რომელიც ზემოხსენებულ ნიშნებს შორისაა დაბადებული, ყოველთვის მოახერხებს "შავი დღისთვის" გარკვეული დანაზოგი ყოველთვის გადაინახოს და მამაკაცს თავისუფლად შეუძლია საკუთარი ფინანსები მშვიდად ანდოს ასეთ ცოლს.

განსხვავებული მიდგომა ამ კუთხით მხოლოდ თევზ ქალებს სჭირდებათ. ისინი ხშირად არათუ მფლანგველი, საკმაოდ ქაოსურებიც არიან ფინანსების კუთხით. შესაბამისად, ცოლი თევზის ხელში არამხოლოდ თქვენი ფული, არანაირი ფინანსური დოკუმენტაცია არ უნდა მოხვდეს, თუ არ გინდათ, რომ სამომავლოდ ზუსტად ამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო აღმოჩნდეთ გაუგებრობაში. იმ უბრალო მიზეზით, რომ თქვენმა მეუღლემ მნიშვნელოვანი საბანკო საბუთი დალაგებისას ნაგავს გააყოლა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?