ჯერ მეუღლეს დაშორდა, ცნობილ ებრაელ ბიზნესმენს, სულ ახლახან კი შეყვარებულს, რეპერ გუფის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ურთიერთობის დანგრევის მიზეზი კაცის ღალატი იყო. გაინტერესებთ რატომ არ უმართლებს ქეთა თოფურიას სიყვარულში? ამ კითხვაზე პასუხს მის ზოდიაქოს ნიშანში იმალება. ქეთა 1986 წლის 9 სექტემბერს დაიბადა, გამოდის, რომ დასავლური ჰოროსკოპით ქალწულია, აღმოსავლურით კი ვეფხვი.
ვეფხვის თავისებურებები :
ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები, ბუნებით რევოლუციონერები, ამაყები და დაუმორჩილებლები არიან. ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რაც ხშირად აიძულებს მას გამუდმებულ კონფლიქტში იყოს ზემდგომებთან. რისკისა და დაუფიქრებლად ქმედების გადამეტებული სიყვარული, ვეფხვს ხშირად უხერხულ ან გამოუვალ სიტუაციაში აგდებს. ამ ადამიანს უყვარს ლიდერობა და არც მალავს ამას. მას შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანთა ჯგუფს, შემოიკრიბოს თანამოაზრეები და საკუთარი მაგნეტიზმის ხარჯზე დიდი გადატრიალებებიც მოახდინოს საზოგადოებაში. იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვეფხვს ვერავინ უბედავს. თუმცა, კარგი იქნებოდა, იგი ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყოს ხშირად, რომელთაც ჯანსაღი კრიტიკისა და ანალიზის უნარი გააჩნიათ. მისი ზღვარგადასული სიჯიუტე და პრინციპულობა ხშირადაა მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის მიზეზი.
ფულსა და აღიარებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, ეს ადამიანი უყოყმანოდ აირჩევეს მეორეს. მისთვის მატერიალურ კომფორტზე მაღლა, ხალხის აღიარება და საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას. თუმცა, არცთუ იშვიათად ხდება, ისეც, რომ ვეფხვი დიდი ქონების პატრონი ხდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, იგი პირველ რიგში საკუთარი იმიჯის შექმნა-გაუმჯობესებაზე დახარჯავს ამ ფულს.
ვეფხვს, როგორც წესი, ექსტრიმით სავსე და დრამატული ცხოვრება აქვს. გადამეტებული ემოციურობისა და ფეთქებადობის გამო, ის არაერთგზის ეხვევა ცხოვრების მანძილზე ყოვლად მოულოდნელ, შეიძლება ითქვას, ფატალურ სიტუაციებში. ხოლო მისი ნიჭი, იბრწყინოს საზოგადოებაში, ვეფხვის გარშემო ყოველთვის კრებს თანამოაზრეთა და მეგობართა დიდ გუნდს. რაც ეხმარება კიდეც მას იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს.
ქალწულის თავისებურებები:
გამუდმებული სწრაფვა სრულყოფილებისკენ, ხშირად უბიძგებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს იმისკენ, რომ საკუთარი თავი უფრო და უფრო დახვეწონ. მანიაკალური დამოკიდებულება დეტალების მიმართ კი ზოგჯერ ამ ადამიანს, აუტანლად მომთხოვნს და პრეტენზიულს ხდის გარშემო მყოფთა მიმართ. შესაბამისად, გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად ვის დაუკავშიროს ბედი, ქალწული ქალი პოტენციურ პარტნიორზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და კვლევის შედეგად თუ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთებაში იგი ასეთი პრეტენზიულია, თუკი მან მამაკაცი ცხოვრების მეგზურად აირჩია, მის მიმართ გასაოცარი ერთგულების, ლოიალურობის და სიყვარულის გამოჩენის უნარი გააჩნია.
ქალწულის სიყვარული არ გამოიხატება გამუდმებული ენის მოჩლექასა და მხურვალე ეჭვიანობის სცენების გამართვაში. ამ ქალს საკუთარი გრძნობების გამოხატვა ზრუნვით, გაგებით და მამაკაცისთვის ოჯახური კომფორტისა და ჰარმონიის შექმნით ეხერხება. რაც დამეთანხმებით, ნებისმიერი გონივრულად მოაზროვნე მამაკაცის ოცნებაა. როგორც დედა, ქალწული უნიკალურია. იგი თავისი შვილებისთვის პირველ რიგში მეგობარია და მხოლოდ ამის მერე მშობელი. მისი შვილები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან წესრიგს, დისციპლინას და კარგ მანერებს, რისთვისაც უკვე მოზრდილ ასაკში არაერთგზის იქნებიან დედის მადლობელი.