ქალი კურო & ტყუპი მამაკაცი

ქალი კურო & ტყუპი მამაკაცი

იდეალური წყვილი – კარმენ ელექტრა და დეივ ნავარო

თუ კურო ქალბატონი დარწმუნდება, რომ ტყუპი მამაკაცი ნამდვილად შეუყვარდა, იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ მას თავი მოაწონოს, შეაყვაროს. მოხიბვლის "იარაღი" კი მას ყველაზე საინტერესო აქვს: ეროტიული მგრძნობელობა, ნაზი ვნება, მდიდარი იუმორი, კულინარიული შედევრები, მოთმინება და მამაცობა... თუ არც ერთი ეს ხერხი არ გაჭრის და ქალი კურო ტყუპ მამაკაცს საკურთხეველთან ვერ მიიყვანს, ღრმად ამოიოხრავს და საყვარლის როლს დასჯერდება. თუმცა ამ როლშიც არ იჯდება გულხელდაკრეფილი. იმავე "იარაღით" ტყუპის მორჯულებას შეეცდება. "ვინც ელის, ის მიიღებს" – აი, მისი ფილოსოფია.

Astrologia

ტყუპი თავდაპირველად ყველანაირად ეცდება თავი დააღწიოს მზრუნველ-სექსუალურ არსებას, მაგრამ საბოლოოდ მისთვის ერთ გულს გაიმეტებს (ორარსება ტყუპს ხომ გულიც ორი აქვს?!) მეორეს კი, ყოველი შემთხვევისთვის, თავისთვის დაიტოვებს.

ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა კურო ქალი თავად უმსხვრევს მამაკაცს გულს, როგორც წესი, იგი მოთმინებით ზის და ელის სატრფოს. იგი ყურს არ უგდებს მეგობრების რჩევას, რადგან, ძნელია მისი გადარწმუნება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მისი მოლოდინი და მონდომება მართლდება კიდეც. თუ სხვა საკითხებში კურო მოწესრიგებულ-მობილიზებულია, სიყვარულში იგი "ბრინჯივით იბნევა". მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კურო ქალი ძალიან ჯიუტია და თუ შეიყვარა, პარტნიორმა როგორც არ უნდა გული ატკინოს, მას თავისი მამაკაცი მაინც ჯიუტად უყვარს.

კარგი ვარიანტია, თუ ტყუპი მამაკაცის მთვარე მიწის ან წყლის ნიშანშია მოთავსებული, ხოლო კურო ქალატონის – ცეცხლის ან ჰაერის. ისინი ამ ფორმით იდეალურ კავშირს შექმნიან, რადგან ერთმანეთისგან მიიღებენ იმას, რაც თავად აკლიათ.

Astrologia

ტყუპ მამაკაცს ერთი ქალი მალევე ბეზრდება. მისმა პარტნიორმა ეს კარგად უნდა იცოდეს და მუდმივად უნდა შეეძლოს ტყუპის გაკვირვება თავისი ხასიათის, ქცევის მრავალფეროვნებით. კურო ქალს კი ხასიათის მხოლოდ სამი ფორმა აქვს: გააფთრებული, ჩაფიქრებული და სიყვარულისგან დამშვიდებული. მან ადვილად უნდა დათმოს თავისი სტაბილურობა და ადვილად უნდა შეეგუოს ცვლილებებს. ტყუპ მამაკაცს ახასიათებს დროდადრო ქალის მიტოვება, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ კი მისი ისევ "აღმოჩენა" და ურთიერთობის თავიდან დაწყება.

კურო ქალს აქვს ერთი საინტერესო თვისება, რომელიც ტყუპი მამაკაცის გვერდით საერთოდ უნდა დაივიწყოს. მან უნდა მოიბოდიშოს, როცა რამე დააშავა და არ ჩაიკეტესოს თავის ნაჭუჭში ან პირიქით, საპასუხო საყვედურებით არ აავსოს პარტნიორი, კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოს!

Astrologia

რაც შეეხება სექსს, ამ მხრივ წყვილს არანაირი პრობლემა არ შექმნება. კუროსთვის ფიზიკური სიყვარული მამოძრავებელი ძალაა. პარტნიორისგან იგი უსაზღვრო ვნებას ელის და თავადაც გასცემს მას. ტყუპ მამაკაცს კი შეუძლია სექსუალურ ფანტაზიას ფანტასტიკურ სიამოვნებად აქციოს.

ისიც ვთქვათ, რომ კურო ქალის გრძნობა შეიძლება ადრე თუ გვიან დასრულდეს და მან ისევე ჯიუტად დაივიწყოს საყვარელი მამაკაცი, როგორ ჯიუტადაც უყვარდა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?