ქალი სასწორი&მამაკაცი კურო

ქალი სასწორი&მამაკაცი კურო

იდეალური წყვილი კელი შეი სმიტი და პირს ბროსნანი

ქალი სასწორის საქციელს წინასწარ ვერასდროს გამოიცნობ. თუმცა, შენ როგორ უნდა გამოიცნო, როცა თავადაც არ იცის, ერთი წუთის შემდეგ რას მოიმოქმედებს. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წყვილში უფროსობას სასწორი ვერავის დაუთმობს. შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება ეს ნაზი და ჰაეროვანი ადამიანი დიქტატორი იყოს?.. მაგრამ ასეა და აი, რატომ... სასწორსაც და კუროსაც ვენერა, – სიყვარულისა და სინაზის პლანეტა მართავს, მაგრამ კურო ქალური ნიშანია, სასწორი – მამაკაცური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კუროს მამაკაცურობა აკლია და სასწორს ქალურობა. თუმცა, ქალური ნიშანი მამაკაცს უფრო მგრძნობიარეს ხდის.

სასწორი ქალი თითქმის ყოველთვის მშვენიერია. უბრალო სახის ნაკვთებიც რომ ჰქონდეს, მისი მომაჯადოებელი ღიმილი ულამაზეს არსებად გადააქცევს. ხშირად ლოყოებზე ფოსოები აქვს, რაც კიდევ უფრო საყვარელს ხდის; ნაზი გამოხედვა და სასიამოვნო ხმა. მის გვერდით მყოფ მამაკაცს მასზე ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ იგი უსუსური არსებაა და ამიტომ მის გვერდით თავს ჯენტლმენად გრძნობს. დაჯდომისას სკამს უჭერს; კარს უღებს, მის ნივთებს დაატარებს. ერთი შეხედვით, იგი ქალური ანგელოზია, რომელსაც შინაგანად მამაკაცური პრინციპები – გამძლეობა, სიძლიერე, გამარჯვება, ძალაუფლება – ამოძრავებს. ამასთანავე ცხოვრებისეული დარტყემს იგი ადვილად უმკლავდება. აი, კუროს კი გულის იარები დიდხანს არ უხორცდება. და ეს ქალ სასწორთან ურთიერთობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ მას არ უყვარს სიტუაციის განხილვა. უფრო მეტიც, მას თავმოყვარეობა არ მისცემს ნებას, რომ დაიწუწუნოს საკუთარ გულისტკივილზე.

კურო მხოლოდ სიტუაციის კარგად გააზრების შემდეგ ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას. სასწორი, კი, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინვე ბრძოლაში ერთვება და ძალიან უკვირს, როცა მერყეობაში ადანაშაულებენ. მას უბრალოდ დრო სჭირდება, რომ კარგად გაერკვეს სიტუაციაში.

Astrologia

ამ ორს შორის ძლიერი ფიზიკური ლტოლვაა. მათი ურთიერთობა ახლო გაცნობის შემდეგ უფრო და უფრო მყარი და ღრმა ხდება. ქალი სასწორიც და კურო მამაკაციც ორივე სენტიმენტალური რომანტიკოსია, რომლებსაც შეუძლიათ იდეალურად შეუხამონ ერთმანეთს ეროტიკა და სიყვარული. ამ ორი ერთმანეთთან 6–8 ნიშნითაა დაკაშორებული, რაც სექსუალურ ინტერესს, ერთგულებსა და დახმარების სურვილს გამოხატავს.

უდავოდ, მამაკაცი კურო ქალი სასწორისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. მის გვერდით იგი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. მზრუნველობა, იუმორის გრძნობა და საღი აზრი – აი, ის, რასაც ყველა მამაკაცში ეძებს ქალი სასწორი.

Astrologia

ქალი სასწორი საკუთარ თავს ხშირად ლამაზ ჩიტს ადარებს, რომელიც თავის ნებაზე დაფრინავს, ტოტიდან ტოტზე დაფრთხილებს, მაგრამ საბოლოოდ, მას პოულობს, ვისთან ერთადაც ბუდეს ქმნის და მის გვერდით სიმშივიდითა და დაცულობით ტკბება.

ამ წყვილის იმაშიც გაუმართლა, რომ მუდამ ოპტიმისტ სასწორს კუროს პესიმიზმის გადაწონა შეუძლია. არავის შეუძლია ისე ადვილად გაამხნევოს კურო, როგორც ეს სასწორს გამოსდის. თავიდან კურო შეიძლება ცოტათი გაუძალიანდეს, მაგრამ სასწორის ღიმილი, გამოხედვა და ხმა ყველაზე მძვინვარე კუროსაც კი პლუშის სათამაშოდ გადააქცევს. გულის სიღრმეში კურო აღფრთოვანებულია სასწორის გამჭრიახობითა და მოხერხებულობით, მაგრამ მამაკაცური თავმოყვარეობის გამო ამას არ აღიარებს.

მამაკაცი კურო მუდამ იქნება ამაყი იმით, რომ მის გვერდით მყოფი სასწორი ყველა დაბრკოლებას ადვილად უმკლავდება. თუმცა, ფოკუსი იმაშია, რომ სასწორს დაბრკოლებების გამკლავების ნიჭი კი არა, კუროს მართვის ნიჭი აქვს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?