ქალი ვერძი & მამაკაცი თევზები

ქალი ვერძი & მამაკაცი თევზები

იდეალური წყვილი – სარა მიშელ გელარი და ფრედი პრინცი

ვერძ ქალს გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდება, რომელიც ხანდახან მაინც შემოუძახებს: "გაჩუმდი და ისე გააკეთე, როგორც მე გითხარი!" თევზი მამაკაცი, თუ მას მთვარე ან ასცენდენტი ცეცხლის სტიქიაში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ჰყავს, სწორედ ასეთი იქნება – "რკინის მუშტით ნატის ხელთათმანში". იგი ჭირვეული ვერძისგან დამყოლ ბეკეკას გარდაქმნის.

ვერძი ოცნებობს, რომ მის საყვარელ მამაკაცში გაერთიანებული იყოს: უფროსი ძმა, ჭკვიანი მეგობარი და ვნებიანი საყვარელი. ამასთანავე, არ უნდა შეუზღუდოს თავისუფლება. სასურველია, მამაკაცი პოეტი იყოს და ლექსებს უძღვნიდეს. არ შეუშინდეს საფრთხეს, დაიცვას საყვარელი ქალი ყველასგან და ყველაფრისგან.

Astrologia

ვერძი ქალისა და თევზები მამაკაცის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ როლებს ცვლიან. ათლეტის სხეულის მიუხედავად, თევზები ისეთივე მგრძნობიარე და გულჩვილ არსებად დარჩება. ვერძი ქალი კი ემოციური და ფეთქებადია. მაგრამ თევზებისთვის ის ყველაზე მშვენიერი და ნაზი არსებაა, დაუსრულებელი პოემა, რომლის დაწერასაც თევზი მამაკაცი გადაწყვეტს.

ვერძსაც და თევზებსაც სიყვარულში ძლიერი გრძნობები და სენტიმენტალური მომენტები აღაფრთოვანებს. ორივეს მშვენიერი ფანტაზიის უნარი აქვს და გარშემო მყოფებს შეიძლება თავიანთ ჯადოსნურ ქვეყანაში დაემალნონ.

Astrologia

თევზ მამაკაცს უნდა ახსოვდეს, რომ ვერძი ქალი ტყუილს ვერ აპატიებს. მას ვერავინ მოატყუებს, მაგრამ თუ მაინც გაბედავს სიმართლის დამალვას, ვერძი მის მიმართ ნდობას დაკარგავს. ამასთანავე, თევზებმა უნდა გაბედონ და ცოლობა სთხოვონ საყვარელ ვერძს. როგორც წესი, თევზი მამაკაცი პასუხისმგებლობას გაურბის მეუღლის, შვილების ოჯახის მიმართ. თუმცა, თევზები შესანიშნავი მეოჯახეები, მეუღლეები და მამები არიან. თუ თევზებს დაქორწინება ვერ გადაუწყვეტიათ, ვერძმა ქალმა უნდა დაარწმუნოს, რომ დაქორწინების პროცედურა უბრალო ფორმალობაა და რომ მათ კავშირი სიყვარულზეა დამყარებული, რომელიც ყველანაირ წინააღმდეგობას გაუმკლავდება.