ლომი ქალი

ლომი ქალი

ლომი ქალი, როგორც წესი, თანდაყოლილი გემოვნებით და უზადო სტილის გრძობით გამოირჩევა. შემთხვევითი როდია, რომ მოდის კანონმდებელი მადმუაზელ კოკო შანელი, სწორედ ლომის ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული. ბუნებამ განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით რომც არ დააჯილდოოს, ქალი ლომი ყოველთვის იპოვნის გზას საიმისოდ, რომ საკუთარი პერსონა გარშემო მყოფთათვის შესამჩნევი და პატივსაცემი გახადოს.

ლომი ქალები შრომისუნარიანობით, ჭკუითა და შორსმჭვრეტელობით გამოირჩევიან. ისინი შესაშური ოსტატობით იკეთებენ ბრწყინვალე კარიერას და ყოველთვის ახერხებენ, საკუთარ თავს, რაც შეიძლება მაღლი სოციალური სტატუსი და კომფორტული საარსებო პირობები შეუქმნან.

ქალი ლომების უმრავლესობა, მამაკაცთა მხირდან ყურადღების და თაყვანისცემის ნაკლებობას, არასოდეს განიცდის. მათთვის ადრეული ასაკიდან დამახასიათებელია, მხურვალე რომანის მთავარ პერსონაჟად ყოფნა. თუმცა, ოჯახს ბევრი მათგანი საკმაოდ გვიან ასაკში ქმნის. ამის მიზეზი, ალბათ ისიცაა, რომ მომიჯნავე ნიშნის - ქალწულის გავლენით, ბევრი ლომი ქალის პირად რუკაში ფიგურირებს ქალწულის ზოდიაქოს ძლიერი გავლენა, რაც ადამიანს მაღალი სტანდარტების მოთხოვნილებას, მეწვრილმანეობასა და გადამეტებულ პრეტენზიულობას ანიჭებს. სწორედ ამის მიზეზია, რომ ლომი ქალების დიდი ნაწილი, საკითხს დაოჯახებასთან დაკავშირებით მარტივად არასოდეს წყვეტს, უფრო მეტიც ბევრი მათგანი ხშირად მარტოც რჩება, საკუთარი გადამეტებული მომთხოვნელობის და მბრძანებლური დამოკიდებულების გამო საპირისპირო სქესის მიმართ.

ტიპური წარმომაგდენელი - მომღერალი ჯენიფერ ლოპესი

Astrologia

თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ლომი ქალი, არასოდეს კარგავს, თანდაყოლილ სიამაყეს და დიდებულებას. როგორც ცეცხლის სტიქიის ჭეშმარიტ წარმომადგენელს, ლომ ქალსაც ახასიათებს სიფიცხე და პერიოდულად საკუთარი გრძნობების აშკარა აფიშირება. თუმცა უნარი, საზოგადოებაში თავი მოწოდების სიმაღლეზე ეჭიროს, მისთვის ნებისმიერ ვნებათაღელვაზე მაღლა დგას. ქალი ლომი ყოველთვის დიდი სამეგობრო წრითაა გარემოცული, მისი კომუნიკაბელური ხასიათი და დახვეწილი მანერები, ბევრ ადამიანს იზიდავს მასთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად. გასაკვირი არაა ის ფაქტიც, რომ ეს ქალები არცთუ იშვიათად იკავებენ, მაღალ თანამდებობრივ პოსტებს. ლომისთვის უფროსის სავარძელი და ზოგადად, მართვის სადავეების ხელში აღება საკმაოდ მარტივი საქმეა და იგი ამას არასოდეს შეუშინდება.

ქალი ლომი ყოველთვის ცდილობს, გარეგნულ იმიჯზე ზრუნვასთან ერთად, ინტელექტის დონეც შესაბამისი ინტენსივობით აიმაღლოს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი ამა თუ იმ საკითხში საკმარის ცოდნას არ ფლობს, არასოდეს გაიხდის თავს საზოგადოების დასაცინად უაზროდ წამოსროლილი რეპლიკებით და საკუთარი უცოდინრობის აშკარა დემონსტრიტებით.

ქალი ლომი მოსიყვარულე, მზრუნველი დედაა, რომელიც საკუთარი შვილების წარმატებითა და წინსვლით ძალიან ამაყობს. თუმცა, შვილებზე გადამეტებული ზრუნვა და ღამეების თენება, მას ნაკლებად ახასიათებს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ლომი დედის შვილები, მაქსიმალურად დამოუკიდებლები იზრდებიან და ცხოვრებაში ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს. რითაც მათი დედა ლომი უზომოდ ამაყობს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?