მამაკაცები ჩამოტარებით - ცეცხლის სტიქია ანუ "დაუმორჩილებლები"

მამაკაცები ჩამოტარებით - ცეცხლის სტიქია ანუ "დაუმორჩილებლები"

, პიროვნულ შარმს და რაც ყველაზე მთავარია, მის სექსუალურ პოტენციალს. აქედან გამომდინარე, კამათი იმაზე თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან „იდეალური მამარები“, შესაძლოა ასტროლოგიური კუთხით მარტივად გადაიჭრას. გააჩნია ვის ან როგორ ესმის თავად სიტყვა „იდეალურის“ მნიშვნელობა და კონკრეტულად რაში ხედავს იგი მამაკაცის იდეალურობის მთავარ მახასიათებელს. თუმცა მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ და ძლიერი სქესის წარმომადგენელთა პლიუსები და მინუსები, სტიქიების მიხედვით განვიხილოთ.

ჯეიქ ჯილენჰოლი (მშვილდოსანი) და

ჰიტ ლეჯერი (ვერძი) ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე

"როგორ მოვიპოვოთ ცეცხლი"

თქმა არ უნდა ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს შორის, რომლებიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან, ყველაზე უფრო მეტი ქარიზმატული, მომხიბვლელი და ქალბატონების უპირობო გულთამპრყრობელი მამაკაცი გვხვდება. ცეცხლის სტიქიის მამრებს, კარგ ვიზუალურ მონაცემებთან ერთად, გამოკვეთილი სექსუალურობა და კომუნიკაბელურობაც ახასიათებთ. მათი უმრავლესობა, არც სითამამეში მოიკოჭლებს, რაც დამეთანხმებით მანდილოსნის მოსახიბლად ყველაზე დიდი "კოზირია" მამაკაცის ხელში. ცნობილი ვერძები არიან - ედრიენ ბროუდი, ჯეიმს ფრანკო, აწ გარდაცვლილი ჰიტ ლეჯერი, ყველა დროის სექს-სიმბოლო, ცნობილი დონ კორლეონე - მარლონ ბრანდო, ენდი გარსია და სხვები.

ედრიენ ბროუდი  - ვერძი

Astrologia

ცეცხლოვანი მამრების სიას, არც ლომები არ ჩამორჩებიან აქტიურობით, სუსტი სქესის წარმომადგენელთა კოლექციონერობაში. ანტონიო ბანდერასი, ბენ აფლეკი, რაულ ბოვა და სხვები სწორედ რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას.

რაულ ბოვა - ლომი

Astrologia

რაც შეეხებათ თავქარიან, მოუსვენარ და გამოუსწორებელ მექალთანე მშვილდოსნებს, ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელთა შორის, სასიყვარულო ავანტიურების სიმრავლით სწორედ ისინი ლიდერობენ. ჯეიქ ჯილენჰოლი, ბენ სტილერი, სტიუარტ თაუსენდი (ვამპირი ლესტატი) და კიდევ ბევრი მომხიბვლელი მექალთანე მოევლინა ქვეყანას მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით.

სტიურდ თაუზენდი - მშვილდოსანი

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?