მამაკაცი კირჩხიბი

მამაკაცი კირჩხიბი

ორივე კატეგორიის კირჩხიბებს, მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა, ზრდილობიანი მანერები და სუსტი სქესის მიმართ გალანტური დამოკიდებულება ახასიათებთ. თუკი თქვენ შემთხვევით უხეშ, ხმაურიან კირჩხიბს გადააწყდით, ნუ იჩქარებთ ამ ადამიანის კირჩხიბების სიიდან ამოშლას, იგი ან მთვარის ნეგატიური გავლენის ქვეშაა მოქცეული, ან მისპირად რუკაში ვერძის ან ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენა იგრძნობა. კირჩხიბ მამაკაცს, ცვალებადი ხასიათი აქვს. ამასთან ერთად, მისი ცუდი განწყობა გარშემომყოფთათვისაც ეპიდემიასავით გადამდებია. თუკი ამ მამაკაცის გულის მოგება გინდათ, მისი მისამართით ნათქვამი ყველა ფრაზა მკაცრად უნდა გააკონტროლოთ, ეს იმიტომ რომ მისი მგრძნობიარე ბუნება, წვრილმანებზეც კი მძაფრად რეაგირებს. ჰოდა მერე „დღეს რა ბზიკმა უკბინა?“ -ს ტიპის შეკითხვები, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეაწუხებს თქვენ გონებას. სამაგიეროდ, თუკი კირჩხიბი თქვენს საზოგადოებაში თავს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნობს, მერწმუნეთ მასზე უფრო მოსიყვარულე და მზრუნველ მამაკაცს მთელმსოფლიოში ვერ იპოვნით. თუმცა მანამ სანამ ამ კონდიციამდე მიხვიდოდეთ, მოგიწევთ მისი ნდობა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვოთ და რაც მთავარია, შეინარჩუნოთ. მამაკაცი კირჩხიბი, მიუხედავად სათუთი ბუნებისა, ძალზე ჭკვიანი და ფრთხილია როცა საქმე მატერიალურ კეთილდღეობას და ფინანსებს ეხება, ამიტომ გასაკვირი არ არის,რომ მსოფლიოს ცნობილ ბანკირებს შორის, სწორედ კირჩხიბები იკავებენ საპატიო ლიდერულ პოზიციებს. თანდაყოლილი შემგროვებლობის უნარი, კირჩხიბს აიძულებს, პატარა ასაკიდანვე იზრუნოს საკუთარი ყულაბის მოვლა-პატრონობაზე. აქედან გამომდინარე, უკვე დიდ ასაკში, ამ ადამიანების უმრავლესობას, სოლიდური კაპიტალი თუ არა საარსებო მინიმუმზე მეტი მაინც გააჩნია ცხოვრებაში. თუმცა, რა ქონების პატრონიც არ უნდა გახდეს კირჩხიბი, მას ამ ყველაფრით თავის მოწონება და ტრაბახი არასოდეს ახასიათებს. ფულთან მიმართებაში კიბოს მფლანგველი ნამდვილად არ ჰქვია, თუმცა ვინც ნამდვილად უყვარს და ეძვირფასება მისთვის, არც მატერიალური რესურსი ენანება, უბრალოდ ამ მხრივაც მკაცრად იცავს პრინციპს „ხარისხი რაოდენობის ნაცვლად“.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯოშ ჰარტნეტი

Astrologia

კიბო არც ისე მდიდარია საიმისოდ, რომ ფული უხარისხო ნივთებში ხარჯოს. ამიტომ ეს თქვენც კარგად უნდა გესმოდეთ. კირჩხიბი მამაკაცი, ძალიან ყურადღებიანია დეტალების მიმართ, რასაც ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მას არ გაუჭირდება, თქვენთვის საჩუქრის არჩევისას სამოსის ზომის განსაზღვრა, თქვენი საყვარელი სუნამოს სურნელსაც ზუსტად ამოიცნობს, მისთვის, საყვარელ ქალზე ზრუნვა დიდი სიამოვნებაა და თუკი თქვენ მას ამაში ხელს შეუშლით ან დაუშლით, იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. თანდაყოლილი მორიდებულობა და სიმორცხვე, რომელიც ბევრ კირჩხიბს ახასიათებს, ხშირად აიძულებს მათ, გაცილებით თამამი ქალებისკენ მიმართონ საკუთარისიმპათია. ამიტომ, იშვიათი არაა, როცა კიბოებს ასაკით უფროსი ან დედის ტიპის პარტნიორიც უმშვენებთ გვერდს. კირჩხიბებს ძალზე მძიმედ გადააქვთ განშორება საყვარელ ადამიანთან, აქედან გამომდინარე ეს კაცი დიდ ხანს ფიქრობს იმაზე, დაუკავშიროს თუ არა ცხოვრება ამა თუ იმ პიროვნებას. თუმცა თუ მან გადაწყვეტილება თქვენ სასარგებლოდ მიიღო, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მისი ესგადაწყვეტილება არა ერთი წლით ან ორით, მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება ძალაში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?