მამაკაცი კურო & ქალი ტყუპი

მამაკაცი კურო & ქალი ტყუპი

იდეალური წყვილი – ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა

თუ კუროს გული ამურის ისარმა განგმირა, იგი უკან არაფერზე დაიხევს. თუ, რა თქმა უნდა, მისი მთვარე ან ასცედენტი არ მდებარეობს ტყუპში, მშვილდოსანში, თევზებში. იგი არ შეუშინდება არაფერს, არც რეპუტაციის შელახვას, არც ნათესავების რისხვას და მაინც დაიკავებს ადგილს საყვარელი ტყუპი ქალის გვერდით. კურო მამაკაცი საღად აზროვნების უნარს კარგავს, როცა შეყვარებულია.

ერთგული, ძლიერი და ნამდვილად შეყვარებული კურო, საყვარელი ქალის წინაშე ერთგულების ფიცს ერთხელ დადებს და არასდროს დაარღვევს. თუ მას ერთხელ შეუყვარდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ იქნება. მაგრამ თუ მისი გრძნობა უპასუხოდ დარჩება, იგი შეიძლება მეორე უკიდურესობაში – სასმელში ან გაუმაძღრობაში გადავარდეს.

შეყვარებული კურო მამაკაცი ყველა გოგონას საოცნებო მამაკაცია, მაგრამ არა ტყუპი ქალის. ეს უკანასკნელი ქარაფშუტა არსება ფრანივითაა, მუდმივად თავის ნებაზე უნდა დაფრიალებდეს. ტყუპი ქალისთვის ქმრის ყოლა ტანჯვასავითაა. იგი ვერ იტანს, როცა აკონტროლებენ, ჩარჩოებში სვამენ. მას თავგადასავლები უყვარს, ხალხთან ურთიერთობა. შეიძლება საინტერესო მოსაუბრის გამო მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანოს, ან სულად არ მივიდეს. კუროსთვის კი ასეთი თავქარიანობა წარმოუდგენელია. მას ყველაფერი დაგეგმილი, გათვლილი აქვს.

Astrologia

უმჯობესია, ტყუპმა ქალმა ქორწინებამდე აუხსნას კურო-ქმარს, რომ მას თავისუფლება სჭირდება თორემ, მესაკუთრე კუროს ხელში მოხვედრის შემდეგ სახლიდან ხშირად გასასვლელად ტყუილების თქმა მოუწევს და ეს კარგი შედეგით არ დასრულდება.

ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად განვითარდება, თუ კურო მამაკაცს მთვარე ან ასცედენტი ჰაერის ან ცეცხლის ნიშანში აქვს. მას შეიძლება მოეწონოს კიდეც თავისი თავქარიანი მწყვილე და შეიძლება აჰყვეს კიდეც გართობაში. ასევე კარგი ვარიანტია, თუ ტყუპ ქალს ასცედენტი წყლის (მორიელის გარდა) ან მიწის სტიქიის ნიშნებში ჰყავს. მას შეიძლება მოეწონოს კიდეც კუროს გადამეტებული ყურადღება.

Astrologia

სხვა შემთხვევაში მათ ერთად ყოფნა გაუჭირდებათ. ავიღით მნიშვნელოვანი თემები: ფულის თემა. ტყუპი ქალი საოცრად მფლანგველია, კურო კი თითო ლარს ითვლის, აგროვებს. ჭამის თემა: კურო გურმანია, ტყუპს კი სამზარეულოში ტრიალი არ უყვარს. შეიძლება სალათი მოამზადოს და ისიც – იშვიათად. ამ დროს კი მშიერი კურო შეიძლება შიმშილმა გააგიჟოს. კუროსთვის მისი განწყობაც ამოუცნობია. ტყუპ ქალს მოულოდნელად მხიარული განწყობილება შეიძლება უხასიათობით შეეცვალოს, ხელგაშლილობა – სიძუნწით. პროფესიებსაც კი განწყობილების მიხედვით იცვლის. რასაც კურო არ და ვერ შეეგუება.

განსხვავებულები არიან ისინი სექსშიც. კურო ვნებიანი, მგრძნობიარე საყვარელია; ტყუპი კი, სექსს მორიგ თავგადასავლად აღიქვამს. კუროს სურს გვერდით ნამდვილი ქალი ჰყავდეს და არა ტყის ნიმფა. ტყუპი ქალის გონება კალეიდოსკოპივით იცვლება, რაც სრულიად მიუღებელია მიწაზე მყარად მდგომი კუროსთვის. ყველა კითხვა, რაც ტყუპ ქალთან მიმართებაში კურო მამაკაცს აწუხებს ერთ კითხვაში იყრის თავს: "ვინაა იგი?" ნამდვილად ის შეუყვარდა, ვისაც ამდენი ხანი ელოდა, თუ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი. ამიტომაცაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კურო დიდხანს აკვირდება თავის ტრფობის საგანს. მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეცდომა დაუშვებელია. ის ტყუპივით დღეში რამდენჯერმე ვერ შეიცვლის არჩევანს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?