იდეალური წყვილი – ჯესიკა ლანჟი და სემ შეპარდი
თავდაპირველად, კურო ქალი ვერ ხვდება, როგორ უნდა აღიქვას მამაკაცი მორიელის ჰიპნოზური მზერა. მას ათასჯერ სმენია მისი სექსუალური თავგადასავლებისა და უხეშობის შესახებ და ცოტათი დაბნეულია.
მორიელი მამაკაცი უამრავი დადებითი თვისების მატარებელია, რაც მისი ცხოვრების ბნელ მხარეებს გადაფარავს. მის მაგიურ მზერას არაფერი გამოეპარება. ღმერთის სწამს, მაგრამ ადამიანებს არ ენდობა. ამიტომაც ეჩვენებათ გარშემო მყოფებს უხეშად. სინამდვილეში, მხოლოდ მათ ერჩის, ვინც თავად იწვევს. სუსტებს კი იცავს. ვინც მორიელს კუდზე დააბიჯებს, მორიელი მას სუსტად დაგესლავს, ისე, რომ წასვლა შეძლოს, მაგრამ სამუდამოდ დაამახსოვრდეს მისი შხამის გემო და არასდროს გაიმეოროს იგივე. ეს გაკვეთილია, – უსიტყვო გაკვეთილი.
ის ყოველთვის სამართალია. არასდროს დაწვრილმანდება. არასდროს მოსთხოვს სხვას იმას, რისი გაღებაც თავად არ შეუძლია. მუდამ დაიცავ სუსტებს, დაეხმარება გაჭირვებულებს, ვერ აიტანს უსამართლობას და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მოყვარულებსაც თავის ადგილს მიუჩენს. მართალია, კონკრეტული მორიელის დახასიათებისას გასათვალისწინებელია მისი მთვარე და პლანეტების განლაგება, მაგრამ ზოგადად მორიელები მაინც ასეთები არიან.
ხოლო, რაც შეეხება მის სექსუალურობას, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასეა. უფრო მეტიც მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ნიშნების თვისებები: ის ვერძივით მამაკაცურია; სასწორივით სენტიმენტალური; ლომივით ვნებიანი და თევზებივით მგრძნობიარე.
მასში ჯადოსნურადაა შერწყმული ცივი გონება და ცხელი ტემპერამენტი. თუმცა, თავად ურჩევნია, მხოლოდ პირველი გამოააშკარაოს, მეორე კი საიდუმლოდ შეინახოს. კურო ქალს მოსწონს მისი ცივი გონება, გაწონასწორებულები და პრაქტიკულობა. ამით ძალიან ჰგვანან ისინი ერთმანეთს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ კურო–მორიელი ერთმანეთის საწინააღმდეგო ნიშნებია. მორიელს აქვს ის, რაც სჭირდება კუროს და კურო ფლობს იმას, რაც სურს და რასაც მოიპოვებს მორიელი. თუმცა, მათ იდეალურ კავშირზე მხოლოდ პირადი რუკების განხილვის შემდეგ უნდა ვისაუბროთ. მაგრამ მათ შორის მაინც საოცარი მიზიდულობაა. სწორედ ისეთი, როგორიც ორ მაგნიტს შორის. მათ შორისაც მაგნიტური მიზიდულობაა.
გარეგნული სიცივის მიუხედავად, მორიელი ძალიან მგრძნობიარე ნიშანია. მას გაუჭირდება კურო ქალთან განშორება. შეიძლება არ შეიმჩნიოს, მაგრამ ეს განშორება მას ღრმა ჭრილობას მიაყენებს. თუმცა, ცხელ გულზე შეიძლება მწარე სამაგიეროც გადაუხადოს. წლების შემდეგ, მაგრამ მაინც. მას ხომ არაფერი ავიწყდება და მით უმეტეს წყენა, რომელმაც საყვარელმა ადამიანმა მიაყენა. მან ვისაც ენდო...
დაბოლოს, ყველანაირი მსგავსება-განსხვავების მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ კურო-მორიელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს არა მარტო მხარში დგომით, ერთგულებითა და მოთმინებით, არამედ წყენის დამახსოვრებითაც და თუ ამ ორმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, მათ ერთმანეთის პატიება უნდა ისწავლონ.