გვექნება დღეს საუბარი. მშვილდოსანი-კირჩხიბის წყვილი, ვექტორული კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის აუხსნელი მიზიდულობაა, თუმცა დიდი დოზითაა განსხვავებებიც ხასიათსა და ცხოვრებისეულ ფასეულობებში. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი კავშირი, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქალი მშვილდოსნის და მამრი კენტავრის დუეტი რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ აპრობირებული წყვილი და ხშირი შემთხვევაა.
უმთავრესი განსხვავება ამ ორს შორის თავად სიყვარულთან დამოკიდებულებაა, თუ ეს სახიფათო მონაკვეთი გადალახეს, მათ ახალი პრობლემა ელით - სხვადასხვაგვარი გაგება იმისა, როგორი უნდა იყოს ოჯახი და ზოგადად, რას ნიშნავს ოჯახური ვალდებულებები. განსაკუთრებული სიმძაფრით კი ამ ორს შორის დავას ფინანსების თემა მოიტანს.
ქალი კირჩხიბისთვის ოჯახი საკულტო ცნებაა, სადაც აუცილებელია, პატივი სცენ წინაპრებს და მშობლებს. მათ შემდეგ იგი წინა პლანზე აყენებს და-ძმებსა და დეიდაშვილ-მამიდაშვილებს, მშვილდოსანი კი იშვიათად აღიარებს ნათესაურ კავშირებს, მეტიც - იგი ხშირად თვეობითაც კი იკარგება საკუთარი მშობლების თვალთახედვიდან. ამიტომ მისთვის ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარი იქნება რა საჭიროა ეს ნათესაური იერარქია და საოჯახო წვეულებებზე სადღესასწაულო სანთლების ნთება. მშვილდოსნის სიყვარული ოჯახის მიმართ საშობაოდ, საჩუქრებით დახუნძლული მანქანით გამოხატება, რომელსაც იგი სიამოვნებით შეაგელვებს ბავშვობის დროინდელ ეზოში და-ძმების და დედ-მამის გასახარებლად. გარდა ამისა, მშვილდოსანი მუდმივად მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ნებისმიერ ნათესავს, თუკი ეს უკანასკნელი მას ამის შესახებ სთხოვს და საქმის კურსში ჩააყენებს რომ მხარდაჭერა სჭირდება . მაგრამ არც ერთი მშვილდოსანი არ ფიქრობს იმას, რომ ნათესაურმა კავშირებმა მისი პირადი თავისუფლება უნდა შეზღუდოს რაიმე ფორმით. შესაბამისად, მცდელობა იმისა, რომ კირჩხიმბა თავს მოახვიოს მას საკუთარი სანათესაოს წესები და კანონები, ან აიძულოს მათი თაყვანისცემა მშვილდოსნის მხრიდან სერიოზული გულისწყრომით ან უბრალოდ და მარტივად მოულოდნელი გაუჩინარებით დასრულდება.
ქალი კირჩხიბი კი ამ ოჯახურ კავშირებს, რომელიც მას ერთი მხრივ ზღუდავს, მაგრამ მეორე მხრივ შინაგანად სიმშვიდის განცდას ანიჭებს (რა სჯობია დიდი ოჯახის იმედზე ყოფნას) პატივისცემითა და მოთმინებით ეკიდება . გარდა ამისა, ნებისმიერ კირჩხიბს ახასიათებს მიჯაჭვულობის ჩვევა იქნება ეს დედა, მამა, შეყვარებული თუ ქმარი. იგი ახლობელ ადამიანებს უბრალოდ ეჩვევა და "ეწებება". რის გამოც მომავალში მისთვის ამ კავშირების გაწყვეტის აუცილებლობა საშინელი დისკომფორტის მიზეზი ხდება. ეს იგივეა ღია ზღვაში გაცუროს კაცმა, რომელმაც ცურვა არ იცის მაშველი რგოლის გარეშე. კირჩხიბი ხომ სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა გარშემო დასაყრდენად ოჯახი ეგულება . ამ ორს შორის ხშირი იქნება ცხარე კამათი იმის შესახებ რა არის სწორი და რა - არა. მშვილდოსანს არ მობეზრდება საკუთარი სიმართლის დემაგოგიურად მტკიცება, კირჩხიბი კი მის ყოველ ასეთ "გამოკუნტრუშებას" გაბუტვითა და ხანგრძლივი დუმილით შეხვდება.
მშვილდოსანი არაერთგზის ჩათვლის, რომ მათი ურთიერთობა მალე კირჩხიბის დედის, მამის ან რომელიღაც ნათესავის გამო დაინგრევა, კირჩხიბი კი მშვილდოსნს გულცივობასა და უემოციობაში დაადანაშაულებს, რომელსაც არ გააჩნია უნარი უყვარდეს საკუთარი გამზრდელი დედა.
თუმცა ერთია ოჯახური კავშირების გაწყვეტა, მეორე კი სასიყვარულო ურთიერთობების დასრულება
- ამიტომ მშვილდოსანი, ამ უკანასკნელ შემთხვევაში რაც არ უნდა ხმაურიანი იყოს ამ ორის დროებითი დაშორება ისევ და ისევ ბრუნდება უკან. კირჩხიბს შესწევს ძალა დიდი ხნით ან სულაც სამუდამოდ მოაჯადოოს იგი. გარდა ამისა, ეს ის ქალია, რომელსაც შეუძლოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ გასცეს ხმა ისრიანს, მაშინ როცა იგი ხშირად გამოიჭრს საკუთარ თავს იმაში, რომ სულ ფიქრობს ამ ქალზე. მისი ინტერესი ჯერ გაბრაზებით, შემდეგ კი მონატრებით შეიცვლება რის გამოც იგი ბევრჯერ მოიხედავს უკან იმის გასაგებად, როგორ ძლებს კირჩხიბი მის გარეშე მარტო და რატომ არ ცდილობს სხვა ქალებივით მის უკან დაბრუნებას.
მამაკაც მშვილდოსანს არანაკლებ გააღიზიანებს და დააბნევს ქალი კირჩხიბის კიდევ ერთი თვისება, საიდუმლოებების სიყვარული. იგი ყოველთვის იკეტება მაშინ, როცა გარემო მისთვის ემოციურად არაკომფორტული ხდება. მშვილდოსანი კი რომელიც გაცილებით ადვილად ადაპტირებს ცვალებად სიტუაციაში, ამაოდ შეეცდება გაიგოს საყვარელი ქალის სიჩუმისა და უგუნებობის რეალური მიზეზები . კირჩხიბი, თუკი იგი კარგ ხასიათზეა შესაძლოა თავად ალაპარაკდეს საკუთარ თავზე, მათ შორის შესაძლოა ახსენოს ყოფილი შეყვარებულიც, რომლის ხსენებაც მშვილდოსანს უსიამოვნოდ უღიტინებს გულში. მართალია, მშვილდოსნები ეჭვიანთა რიცხვს არ განეკუთვნებიან, მაგრამ ისინი მესაკუთრეები უდავოდ არიან მით უმეტეს, როცა ვინმე უყვართ. ამიტომ ყოფილების შესახებ უხეში ტონით დაწყებულმა გამოკითხვამ შესაძლოა კირჩხიბი ისე გააღიზიანოს, რომ სამომავლოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ გაიგებს მშვილდოსანი ამ თემაზე ვერაფერს. მშვილდოსნის უდიდეს ნაკლთაგან, ყველაზე დიდი ხომ ზუსტად უტაქტობაა. მაშინ როცა თავად კირჩხიბს, საოცარი ოსტატობით შეუძლია ნებისმიერს გამოსტყუოს ინფორმაცია საკუთარ თავზე - მათ შორის, საყვარელ კენტავრსაც.
მით უმეტეს, რომ მშვილდოსანი იშვიათად ახერხებს რაიმეს დამალვას ზოგადად. მეტიც, ამ ხალხის უმრავლესობას საშინლად უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, კირჩხიბზე კარგი მსმენელი კი მას იშვიათად ეყოლება. მაგრამ იგი ვერ ითვალისწინებს ერთ ჭეშმარიტებას, მისი ალალი მონაყოლი და ინტიმური ისტორიები "ყოფილებზე" ხშირად კირჩხიბისთვის "ხელზე დასახვევი" საბაბი ხდება სამომავლოდ "ცივი ომის" დასაწყებად. მშვილოდსანი ვერ იაზრებს იმას, რამდენად ემოციურია მისი მეწყვილე და რომ მისთვის უკვე გავლილი ურთიერთობები, კირჩხიბის წარმოსახვაში ეჭვისა და უნდობლობის დიდი კერის გაჩენის წინაპირობა იქნება . კირჩხიბის ემოციური ველი გაცილებით უფრო სათუთია, ვიდრე მშვილდოსნის წარმოსახვა. ამიტომ ეჭვიანობა კიდევ ერთი დიდი პრობლემა იქნება მათთვის. თუმცა ეს არ გამოიხატება დრამების გამართვითა და ჩხუბით კირჩხიბის მხრიდან, მაგრამ მშვილდოსანს ალბათ ურჩევნია ხმაური ქალი კირჩხიბისთვის დამახასიათებელ მრავალდღიან გაბუტვებს და ემოციურ ჩაკეტილობას .
არცთუ იშვიათად ისინი ერთმანეთს მშვილდოსნის უტაქტო შენიშვნების გამოც წაეკიდებიან. იუპიტერიანელი მამაკაცი გულღია, უშუალო და აუტანლად პირდაპირია. კირჩხიბს კი აუცილებელია, შენიშვნა ტაქტიანად მისცეთ თუ გსურთ, რომ მან ეს თქვენი რჩევა გულთან ახლოს არ მიიტანოს და საერთოდ არ გაგიუცხოვდეთ სამომავლოდ. მშვილდოსანმა შესაძლოა სავსებით ობიექტური შენიშვნა მისცეს კირჩხიბს, ოღონდ სახალხოდ და ყველას დასანახავად, რასაც აუცილებლად მოჰყვება კირჩხიბის მხრიდან ხანგრძლივი დუმილი ან ცრემლების ოკეანე. რომლის გამოც მშვილდოსანიც არანაკლებ დაიტანჯება. იმიტომ რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ გაიგებს "რა სახის ბზიკმა უკბინა" მის საყვარელ ქალს.
ჩემს პრაქტიკაში საკმაოზე მეტიც კია მსგავსი წყვილები და ზემოჩამოთვლილი სცენარით ვითარდება როგორც წესი მათი ურთიერთობა. თუმცა, რაც უნდა საოცარი იყოს, მშვილოდსანი, რომელსაც ყოველთვის მოეპოვება ათასგვარი ხრიკი და მეთოდი გულის გადასაყოლებლად, ვერასოდეს ახერხებს ხაგრძლივი ვადით დაივიწყოს კირჩხიბი ქალი, რომელიც თავის მხრივ გაბრაზებულზე საერთოდაც არ აწუხებს მას თავისი არსებობით . ზუსტად ეს მისი "ცოცხალი საყვედურის" იმიჯი, აიძულებს მშვილდოსანს ისევ და ისევ დაბრუნედეს უკან კირჩხიბთან ბოდიშის მოსახდელად. რაც სამომავლოდ კიდევ ერთი შანსის და შესაძლოა უფრო ხაგრძლივი ურთიერთობის საწინდარია.