მამაკაცი სასწორი

მამაკაცი სასწორი

გარშემომყოფთა უპირობო სიმპათიის დამსახურება და მუდამ საჭირო პერსონად თავის აღქმა, სასწორი მამაკაცის ყველაზე დიდი სისუსტეა. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მამაკაცი სასწორი ყოველთვის ახერხებს იყოს საზოგადოების სული და გული, ჰყავდეს დიდი სანაცნობო წრე და რაც შეიძლება ბევრი თაყვანისმცემელი. სასწორ მამაკაცს ძალიან უყვარს სხვების პრობლემებში ჩარევა და მათი გადაჭრის გზების ძიება. ამასთან ერთად, მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რჩევა-დარიგებები დიდსულოვნად აფრქვიოს აქეთ-იქეთ. თუმცა საბოლოო ვერდიქტი, რომელსაც იგი გამოიტანს შესაძლოა სულაც არ იყოს ყველასთვის სასიამოვნო. საქმე იმაშია, რომ სასწორი ყოველთვის ცდილობს, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებას, ამიტომ თვისებას - მედლის ორივე მხარე ერთნაირი სიზუსტით დაინახოს და გააანალიზოს, იგი ხშირად მიჰყვას გაურკვევლობამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გულწრფელი მცდელობა ხშირად სხვებს დაეხმაროს, ხანდახან ამ უკანასკნელისთვის პრობლემების გაჩენაშიც კი გადაიზრდება ხოლმე. სასწორი მამაკაცი, ხასიათით ცვალებადია. ამიტომ თუ თქვენ მტკიცე და უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევით, მისი მუდმივი მერყეობა „კის“ და „არას“ შორის, თქვენში ქრონიკულ თავისტკივილს გამოიწვევს და გაიძულებთ კიდევ ერთხელ გადახედოთ ურთიერთობებს მასთან. გჭირდებათ კი, გვერდით ეს მართალია ძალზე სიმპათიური, მაგრამ საშინლად მერყევი ადამიანი? თუმცა,როგორც კი იგი თქვენი მხრიდან საკითხის ამგავრი კუთხით დასმის მცდელობას დაინახავს, აუცილებლად შეეცდება მაქსიმუმი გააკეთოს საიმისოდ, რომ სამომავლოდ ყოველგვარი სახის გართულება და სიტუაციის გამწვავება აირიდოს თავიდან. სასწორებს უბრალოდ არ შეუძლიათ დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციის ატანა! თუმცა, სანამ ცხოვრების მეგზურს საბოლოოდ აირჩევს, ეს კაცი ,ალბათ, პირველ რიგში გარშემომყოფთა აზრს შეისწავლის, შემდეგ ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც დაეკითხება კომპეტენტურ რჩევას და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტს გარისკოს და მენდელსონის მარშით დაასრულოს საყვარელ ქალთან ურთიერთობა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ არ გაუმართლოს კიდეც ოჯახურ ცხოვრებაში, მას ყოველთვის ექნება ობიექტური მიზეზი ამ უბედურებაში დედა,მამა, ბიცოლა ან სულაც საკუთარი შეფი დაადანაშაულოს. განა სწორედ მან არ ურჩია ამ ქალზე ქორწინება?

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჰიუ ჯეკმანი

Astrologia

მამაკაცებს , რომლებიც პლანეტა ვენერას ქალური ენრგეტიკის გავლენის ქვეშ ევლინებიან ქვეყანას, დახვეწილი გემოვნება და შესამჩნევი სნობიზმი ახასიათებთ. მათთვის უბრალოდ აუცილებელია ლამაზ, განათლებულ და ერუდირებულ საზოგადოებაში იტრიალონ, საიმისოდ რომ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაქსილალურად გამოავლინონ. სასწორს უყვარს თეატრი, მუსიკა, კინემატოგრაფია, ინტერესდება მხატვრობით და ნებისმიერი სახელოვნებო დარგით. ვენერას შემოქმედებითი გავლენა, ხშირად მათ პროფესიონალურ შესაძლებლობებშიც აშკარად ვლინდება, ამიტომ ძალზე ხშირად შეხვდებით სასწორს, რომელიც ხელოვნების რომელიმე მიმართულებით მოღვაწეობს, თანაც არც თუ ურიგოდ. თუკი სასწორი სამოქმედო სფეროდ, შემოქმედებით სარბიელს ირჩევს, მმართველი პლანეტის გავლენით საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევს. აქედან გამომდინარე, ქალს რომელსაც ცნობილი, ჭკვიანი, სიმპათიური და განათლებული ქმარი უნდა გვერდით, ნამდვილად გაუმართლა თუკი საკუთარ ცხოვრებას სასწორს დაუკავშირებს. რა მოხდა მერე თუკი პერიოდულად გადაწყვეტილებას, ლურჯი ჰალსტუხი გაიკეთოს საღამოს ოფიციალურ მიღებაზე თუ წითელი, მთელი დღის მანძილზე ვერ იღებს, მთავარი ხომ სულ სხვა რამეებია ცხოვრებაში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?