იდეალური წყვილი - ჯეკი ჩანი და ლინ ფენცზიაო
ძუ ლომთან ცხოვრება ადვილი არაა. იგი შეიძლება იყოს ამაყი, პატივმოყვარე, ეგოისტი და ქედმაღალი. ამავდროულად, ძლიერი, ენერგიული, კეთილი, სულგრძელი, თუ არავინ უარყოფს და პატივს სცემს მის ჭეშმარიტ უპირატესობას. ვერძ-მამაკაცთან, რომელიც არ შეულახავს თავმოყვარეობას და აღფრთოვანებულია მისით, დამყოლი იქნება. ვერძი არასდროს ამბოხდება ლომის ექსტრავაგანტურობის გამო, უფრო მეტიც, მოუწონებს კიდეც. ლომ-ქალს არ მოსწონს, როცა პირში ეუბნებიან, რომ მფლანგველია. მას გონივრულადაც შეუძლია ფულის ხარჯვა, მაგრამ ფუფუნების ნივთებზე ფული არადროს დაენანება.
ორივეს უყვარს საჩუქრების მიღება-მიძღვნა. თუ ვერძს ლომი გულწრფელად უყვარს, არაფერს დაიშურებს, რომ ფუფუნებაში გაზრდილმა მისმა რჩეულმა, მის გვერდით, დედოფალივით იცხოვროს. ვერძი დარწმუნებულია, რომ ყველა ქალმა მის კეთილდღეობაზე, მისი სურვილების ასრულებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ლომის გვერდით, იგი ხასიათის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს და მისი სურვილების ამსრულებელიც იქნება.
არ გეგონოთ, რომ ორი ცეცხლოვანი ნიშნის ცხოვრება უღრუბლოდ მიედინება. ისინი პერიოდულად კამათობენ. ზოგჯერ, საკონფლიქტო სიტუაცია ფლირტის ან ღალატის გამოც იქმნება. ორივე ნიშანი საკმაოდ ეჭვიანია და ხშირად, პარტნიორის ნერვების მოსაშლელად, სხვის მოხიბვლას იწყებს. თუ ლომი ქალი გრძნობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ, იგი ცივი და უკარება ხდება. არანაირ ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას, ან პირიქით - მაქსიმალურად ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, რათა სხვა მამაკაცებში ინტერესი გამოიწვიოს. მაგრამ, არ დაბადებულა ჯერ ისეთი ვერძი, რომელიც თავისი საყვარლის ფლირტზე ან ღალატზე თვალებს დახუჭავს. ორგულობის უმნიშვნელო გამოვლენის შემთხვევაშიც კი, "ეჭვიანობის სცენებს" მოუწყობს საყვარელ ქალს. მაგრამ თუ მათი კავშირი მყარია, "ლაითმა" ეჭვიანობამ შეიძლება კიდევ უფრო ააგიზგიზოს ორი ცეცხლოვანი ნიშნის სიყვარული. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომი-ქალი დიდხანს ვერ ივიწყებს ძველ საყვარლებს, რომანებს. არა, მას არ სურს, ძველი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ვერ ივიწყებს იმ პერიოდს, როცა აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ. ინახავს საყვარლების საჩუქრებს, წერილებს და პერიოდულად, რომანტიკული განწყობილების შესაქმნელად, კითხულობს მათ. თუ, ვერძს შემთხვევით ხელში ჩაუვარდება სასიყვარულო ბარათი, შეიძლება ისე იეჭვიანოს და ისეთი ამბავი დაატრიალოს, თითქოს ლომს საყვარელთან წაასწრო. ხშირად ლომი "შემთხვევითაც" კი იხსენებს ძველ საყვარელებს, რათა ვერძი აეჭვიანოს. ეს უკანასკნელი კი მარცხს ჩვეული არაა. იგი ყველაფერში პირველი უნდა იყოს, როგორც სასიყვარულო თამაშში, ასევე ყველაფერ სხვაში.
ვერძი ამაყია, როცა წვეულებაზე საპირისპირო სქესის ყურადღებას გრძნობს, რაც ლომ-ქალს მოთმინებას აკარგვინებს. მისთვის საკმარისი არაა, რომ მისი საყვარელი ვერძი მას აღმერთებს, ეს ყველამ უნდა იცოდეს, ყველა უნდა გრძნობდეს. და თუ ვერძი თავს უფლებას მისცემს, საზოგადოებაში სხვა ქალს გაეარშიყოს, ლომი ან კატის ბრჭყალებს გამოაჩენს ან ქანდაკებასავით უემოციო გახდება, მაგრამ როგორც კი ვერძს დაიმარტოხელებს, "დაუვიწყალ სკანდალს" მოუწყობს. თუმცა, საყვარლები ძუ ლომის ცრემლების შეშრობამდე შერიგდებიან. ვერძი ისევ გაანებივრებს თბილი სიტყვებით. ისევ დაუმტკიცებს თავის სიყვარულს და ორივე დარწმუნდება, რომ ამქვეყნად მათ სიყვარულსა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სინამდვილეშიც ასეა, - ვერძი და ლომი მარტო კარგი საყვარლები კი არა, საუკეთესო მეგობრებიც არიან.
ლომი-ქალი აფასებს, როცა პარტიორი უხსნის, თუ როგორ და რის გამო უყვარს. იგი ხშირად ზედმეტად მომთხოვნია, თუ ვერძი-მამაკაცი საყვარელი ქალისთვის თბილ სიტყვებს არ დაიშურებს, არ წააგებს. მაგრამ თუ ძუ ლომს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ვერძის ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ასევე იქცევა ვერძიც, თუ მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არ ანებივრებენ, იგი ღიზიანდება, მთელ მსოფლიოს უწყრება და ხშირად ბავშვით ჯიუტი ხდება. საყვარელი ადამიანის დაუნახაობა ვერძში ცეცხლოვან სიბრაზეს იწვევს; ლომში - სიცივეს.
ლომი და ვერძი იდეალური საყვარელები არიან. ისინი თავდავიწყებით ეცემიან ვნებას. მათთვის უმნიშვნელო ამბორი ლოყაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სექსუალური ვნების გამოვლენა. ვერძ-მამაკაცში სენტიმენტალიზმი და ცეცხლოვანი გრძნობა ჰარმონიულადაა შერწყმული, რითაც საპასუხო გრძნობას იწვევს ლომ-ქალში.
შეიძლება, პარტნიორებმა ერთმანეთში ზოგჯერ მცირე გულისტკენაც გამოიწვიონ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. იმპულსური და გულფიცხი ვერძი ნავსაყუდელს ლომ-ქალის გულში ჰპოვებს; ის კი მას მეფურად დაასაჩუქრებს. საპასუხოდ ვერძი მას საკუთარ თავს მიუძღვნის, რაც არც ერთი ქალისთვის არ მიუძღვნია, სანამ არ შეხვდა მას, - ერთადერთსა და განუმეორებელ ლომ-ქალს.