მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ ქალწულს

მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ  ქალწულს

არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...

როგორ დავშორდეთ ქალწულს

ქალწული მამაკაცი თავისი ბუნებით პრეტენზიული და საკმაოდ ჭკვიანია. ამიტომ თუკი მან როგორც იქნა და საბოლოოდ თქვენზე არჩევანი გააკეთა, ნურას უკაცრავად - ასე მარტივად არ გამოგივათ მისი თავიდან მოშორება. ქალწულებს ზოგადად "აჩემება" ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კაცი ამქვეყნად იჩემებს ყველაფერს, რასაც შეეჩვევა - სამოსს, საკვებს, საყვარელ კომპიუტერულ თამაშებს და პარტნიორსაც, რომელიც მან დიდი ხნის ფიქრისა და თვალიერების შემდეგ როგორც იქნა შემოუშვა თავის მიკრო-კოსმოსში.

თუკი ქალწულის თავიდან მოცილება გინდათ, მოგიწევთ დეტალურად განახორციელოთ ამ მამაკაცზე ემოციური და მორალური ზეწოლა. პირველ რიგში ხშირად დააგვიანეთ, ამასთანავე ყოველ ჯერზე, როცა იგი დაგირეკავთ, თავგამოდებით ამტკიცეთ, რომ მაქსიმუმ ხუთ წუთში იქნებით დანიშნულების ადგილზე. ამის შემდეგ გულარხეინად გაეშურეთ სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიების "ასათვისებლად". იყავით ფეთხუმი, მოუწესრიგებელი და აბსურდულობამდე ქაოსური. ხშირად დატოვეთ გაურეცხავი ჭურჭელი ნიჟარაში და მას შემდეგ რაც იგი მას თვითონვე გარეცხავს (ქალწულს ალერგია ემართება უწესრიგობისას) მონდომებით გადაავსეთ ისევ ნიჟარა ყავისა და ჩაის ჭიქებით. ნაკლებად უთანაგრძნეთ ავადმყოფობისას, ეს ალბათ ყველაზე დიდი დარტყმა იქნება ქალწულის თავმოყვარეობაზე. იმიტომ რომ თავის მხრივ იგი მსგავს შემთხვევაში საყვარელი ქალის პირად "მედდად" ან უფრო სწორად "მედ-ძმად" გადაიქცევა და თქვენი მხრიდან ასეთ აღმაშფოთებელ საქციელს არაფრით მოითმენს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?