მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ მორიელს?

მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ  მორიელს?

არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით..

როგორ დავშორდეთ მორიელს

თავშივე გაგაფრთხილებთ, როგორც თამბაქოს ქრონიკულ მწეველებს ამაოდ აფრთხილებენ ხოლმე კოლოფის თავზე დატანილი წარწერით - "ამ მამაკაცთან დაშორება, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის" და ეს სულაც არ გახლავთ უკბილო ხუმრობა. მორიელი მამაკაცი ვერასოდეს შეეგუება "ექსის" და ყოფილის სტატუსს. შესაბამისად, მანამ ცოცხალი ხართ და არსებობთ, მასთან საბოლოოდ დაშორება ძნელად გამოგივათ, მით უმეტეს, თუ თავად არ გადაწყვიტა ასე.

საიმისოდ, რომ მორიელს შედარებით უმტკივნეულოდ დაუძვრეთ ხელიდან, აუცილებელია, აბსოლუტური ჩერჩეტის როლი ითამაშოთ. მორიელს მოსწონს ჭკვიანი ქალები, ამიტომ თქვენი გონებრივი კოეფიციენტი თუ ნულს ვერ სცდება ვეჭვობ, დიდხანს გააგრძელოთ ურთიერთობა. სასურველია ნაკლებად დაანახვოთ მას თქვენში მებრძოლი სული, უფრო პირიქით აჯობებს - მონური მორჩილება, რათა არასოდეს შეეპაროს ეჭვი თქვენს უსუსურობაში.

უსუსურ ხალხს კი მორიელი იშვიათად ერჩის, მისთვის ძლიერი და ძნელად მოსახელთებელი საკბილოა საინტერესო. ნუ გაეჯიბრებით მას ეშმაკობაში, აჯობებს ყოველთვის პირდაპირ და გულუბრყვილოდ მიახალოთ სისულელეები, ასე იგი საბოლოოდ იტყვის უარს თქვენთან ურთიერთობაზე, მაგრამ ... რაღაც პერიოდი მაინც გაგაკონტროლებთ როგორც საკუთრებას. ამიტომ არ არის რეკომენდებული მასთან დაშორების შემდეგ მალევე დაიწყოთ ახალი რომანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად გადაიკითხეთ სტატიის დასაწყისში მოყვანილი გაფრთხილება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?