რატომ ღალატობს კირჩხიბი
მაგრამ ხდება ისეც, რომ კირჩხიბს ცდუნება დასძლევს და მერე... მერე შესაძლოა იგი თავით გადაეშვას "ჭაობში"...
ამასთან ერთად, მამაკაცი კირჩხიბი ღალატის შემთხვევაშიც კი არასოდეს ტოვებს ოფიციალურად იმ ქალს, ვისთანაც ქორწინებაშია და მოიაზრებს როგორც ცოლს/შვილების დედას. ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მას არასოდეს ეყოფა ნებისყოფა, თუ რა თქმა უნდა, თავად პარტნიორმა არ მოინდომა განქორწინება. ასტროლოგები მოღალატე კირჩხიბის მეორე ნახევარს ურჩევენ ნუ იჩქარებს ბარგის ჩალაგებას, ნაცვლად ამისა საუკეთესო ვარიანტი გზააბნეული ქმრის დასაბრუნებლად არის ერთი დიდი და კარგი ... სკანდალი.
დიახ, დიახ... სკანდალი და სხვა არაფერი. ეს იმიტომ, რომ კირჩხიბი ბუნებით ფრთხილი და თავმოყვარეა. მისთვის სიკვდილის ტოლფასია საჯაროდ გამომზეურებული ოჯახური ისტორია და შავი წერტილები, რომელზეც საზოგადოება მოურიდებლად ხითხითებს. ამიტომ მეუღლე, რომელიც ხმაურიანი სცენების მოწყობისკენაა მიდრეკილი, აუცილებლად მოახერხებს ქმარი კირჩხიბის იძულებას, რომ დაუბრუნდეს უკან ოჯახს და ნორმალურ ცხოვრებას...