თუმცა, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.
კურო
კურო ქალებს ერთობ "ძვირად ღირებული გემოვნება" გააჩნიათ. მათი უმეტესობა აღმერთებს ბრენდებს და ხარისხიან სამოსზე ფულის დახარჯვა არც ერთ კუროს არ ენანება. ამასთან ერთად, კუროსთვის სამოსის ფაქტურასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ხშირად ტანსაცმელს ქსოვილის სირბილის, ელასტიკურობისა და მოქნილობის მიხედვითაც ირჩევენ. კურო ხომ კომფორტის მოყვარული ნიშანია, ეს მოსაზრება კი ჩაცმა-დახურვის საკითხზეც ვრცელდება.
ასტროლოგები კურო ქალებს ნატურალური ბამბის, აბრეშუმის, ჰაეროვანი და თხელი, ე.წ. "ანგორას" ნაქსოვისგან დამზადებული სამოსის ტარებას ურჩევენ. კუროს სტილი კლასიკა პლუს კომფორტულობაა. ამ მანდილოსნებს უყვართ ისეთი ნივთების შეძენა, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, მინიმუმ უახლოესი 2 ან 3 წლის მანძილზე მაინც არ გადავა მოდიდან. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს წონის მატებისა და ზოგადად, სხეულის ფუმფულა ფორმებისკენ გააჩნიათ მიდრეკილება, მაგრამ აუცილებელი სულაც არ არის კუროს შემთხვევაში მან ქრონიკულ დიეტებით შეიზღუდოს თავი. პირიქით, მისი სისავსეა ძალზე ხშირად საპირისპირო სქესში წარმატების საწინდარი. მთავარია, ისეთი სამოსი შეარჩიოს, რომელიც ხაზს გაუსვამს მისი მომრგვალებული ფორმების ესთეტიურად წარმოჩენას. საამისოდ კარგია დეკოლტირებული ზედა, მაღალწელიანი და წელვადი ფაქტურის მქონე ჯინსები, მაქსის სტილის, მუხლამდე შეხსნილი გრეძელი კაბები. ამასთან, სასურველია წვრილ-წვრილი დეტალებით ნაკლებად გადაიტვირთოს კუროს ყოველდღიური იმიჯი.
აქსესუარებში აჯობებს უპირატესობა მიანიჭოთ ვერცხლის, მომცრო ზომის სამკაულებს. კურო ქალებს რატომღაც მასიური ნივთების მიმართ გააჩნიათ სიმპათია, რაც ნაკლებად ეფექტურია მათი გაბარიტებიდან გამომდინარე. კარგია ზურმუხტის, საფირონის, სერდოლიკის, ვარდისფერი კვარცისა და ტოპაზის გამოყენება.
მაკიაჟის მხრივ თბილი, გარდამავალი ტონალობის გამა გამოიყენეთ. მუქი ვარდისფერი, რბილი ყავისფერი, კრემისფერი. ნუ დაიტვირთავთ სახეს მკვეთრი პომადითა და მუქი ჩრდილებით თვალებზე. ამასთან ერთად კუროების უმეტესობას ბუნებრივად გააჩნია წითელი ლოყები, შესაბამისად, სასურველია დამატებით არასოდეს გამოიყენოთ ლოყის ჩრდილი და მით უმეტეს არ სცადოთ ამ ბუნებრივი სიწითლის გადაფარვა სხვა, უფრო ბაცი ტონალობის კოსმეტიკური საშუალებით ან სახის ფუძით.