მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ქალწულს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ქალწულს

თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის ცნობა, ყველაზე მარტივად მისი უნაკლო იმიჯის მიხედვით შეიძლება. როგორც წესი, მისი სამოსი და მაკიაჟი ყოველთვის დეტალურადაა გათვლილ-გააზრებულ-დაგეგმილი. ქალწული ქალი სამოსს ხარისხისა და პრაქტიკულობის მიხედვით არჩევს. ამიტომ იაფფასიანი და არაკომფორტული რამდენიმე ხელი ტანსაცმლის ყიდვას, ყოველთვის ურჩევნია ერთი, ძვირად ღირებული და კომფორტული კომპლექტი შეიძინოს. ის არ განეკუთვნება ქალების იმ კატეგორიას, სამოსს "შოფინგის მოთხოვნილების" გამო რომ ყიდულობენ ან მოცალეობისას "შემოეყიდებათ" ხოლმე ერთი-ორი ლამაზი კაბა. ქალწული ტანსაცმელს ყოველთვის მისი აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე ყიდულობს. ამიტომ მის გარდერობში არასაჭირო და თვეობით ობმოკიდებულ სამოსს იშვიათად ნახავთ და არც ცნობილი ქალური რეპლიკა – "რა ჩავიცვა, არაფერი მაქვს ჩასაცმელი" არ არის მისთვის დამახასიათებელი. თუმცა ზემოხსენებულ იდეალურობასთან ერთად, ასტროლოგები მაინც თვლიან, რომ არის გარკვეული მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც ქალწულის ნიშნით დაბადებულმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს გარდერობის დაკომპლექტებისას. პირველ რიგში სასურველია თუ იგი მეტ აქცენტს გააკეთებს აქსესუარებზე და სხვადასხვა ტიპის "ქალურ დეტალებზე" – მათ რიცხვში შედის გულსაბნევები, ჩანთები, ქუდები, ხელთათმანები და ა.შ. სასურველია, თუ ქალწული სადა სამოსთან ერთად, შედარებით მკვეთრი ფერის აქსესუარებს მიანიჭებს უპირატესობას.

სამოსში მისთვის მისაღები ფერებია: ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ყავისფერი, თეთრი და შავი.

მაკიაჟის მხრივ

კარგი იქნება თუ ქალწული ხშირად გამოიყენებს ლოყის ატმისფერ ან მოვარდისფრო ჩრდილებს. თვალები კი შეუძლია ცივი ტონალობის მქონე ფერებით გაილამაზოს.

აქსესუარებიდან ქალწულებს ყველაზე მეტად უხდებათ ლამაზი საათები, მასიური ფორმის სამაჯურები და ბეჭდები. ძვირფას ქვებში უპირატესობა უნდა მიანიჭონ სერდოლიკს, ნეფრიტსა და საფირონს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?