მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები სასწორს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები სასწორს

თუმცა, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

სასწორი

სასწორის მმართველად სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერაა მიჩნეული, შესაბამისად, ქალ სასწორებს თანდაყოლილი და ძალზე დახვეწილი გემოვნება გააჩნიათ სამოსის არჩევის კუთხით. მათი უმრავლესობა, ლამაზი თუ არა შარმიანი და ძალზე მომხიბვლელია. შესაბამისად, იდეალურად იხდენს ნებისმიერ ქალურ სილუეტს.

ასტროლოგები სასწორს ურჩევენ სამოსის შერჩევისას პრიორიტეტი მიანიჭოს პასტელის ფერებს და ნახევარტონებს. სასწორმა ნაკლებად უნდა გამოიყენოს ე.წ. "სუფთა ფერების" გამა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია უარი თქვას მკვეთრი ტონის ტანასცმელზე. ქალი სასწორი იშვიათად იძენს სამოსს მარტოოდენ იმიტომ, რომ იგი მოდური და აქტუალურია. ვენერას გავლენით, ამ ქალისთვის მარტივია მოდური ტენდენციების სინთეზით საკუთარი, უნიკალური და ინდივიდუალური სტილი შექმნას. სასურველია, თუ იგი ფაქტურის მხრივ მსუბუქ, ფაფუკ და ფუმფულა ქსოვილებს მიანიჭებს უპირატესობას და ხშირად გამოიყენებს პატარ-პატარა, რომანტიულ დეტალებს ჩაცმულობაში (მაგ. ბაფთები, მაქმანები, ნაქარგება, გულსაბნევები).

მაკიაჟის მხრივ სასწორ ქალებს მსუბუქი ტონალობა უხდებათ. სასურველია ლოყის ბაცი ვარდისფერი ჩრდილი, თვალებზე კი მონაცრისფრო-იასამნისფერი ტონალობის გამა გამოიყენონ.

აქსესუარებში უნდა დომინირებდეს ე.წ. "ჰენდმეიდის" ტიპის სამკაული. ასევე შარფები, თავსაბურავები და დეკორატიული ხელჩანთები. ძვირფასი ქვებიდან უპირატესობა ალმასს, ტოპაზს, ქრიზოლიტსა და აქვამარინს უნდა მიანიჭონ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?