მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ტყუპს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ტყუპს

თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

ტყუპი

ქალი ტყუპი ალბათ ყველაზე მრავალფეროვანი გემოვნებით გამოირჩევა ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალის გემოვნება ჩაცმა-დახურვის კუთხით, მის ქარივით ცვალებად ხასიათთან ერთად იცვლება. ამიტომ ის, თუ რითი შეიმოსოს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ ხასიათზე იღვიძებს დილით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ინდივიდი. ერთადერთი რისი თქმას უდავოდ შეიძლება არის ის, რომ ამ ქალს ერთფეროვნება სასტიკად აღიზიანებს. შესაბამისად, მკაცრი კორპორატიული დრეს-კოდები ყველაზე მეტად ტყუპს ეზიზღებათ და ყოველთვის პოლობენ მიზეზს, პატარ-პატარა აქსესუარებით მაინც "გაალამაზონ" იგი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სამოსი, ფეხსაცმელი და ვარცხნილობა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ტყუპის ქცევის მანერასა და საზოგადოებაში თავის დაჭერის სტილზე. თუ მას დახეული ჯინსი და კედები აცვია, ანცი თინეიჯერივით იქცევა. საღამოს კაბაში უზომოდ სექსუალური და მაცდუნებელი დედოფლის იმიჯს ირგებს, ხოლო მკაცრ კოსტუმს ასეთივე მკაცრი სტილის სათვალეს უმატებს და მის მზერა საოცრად სუსხიანი ხდება... მოკლედ, ქალი ტყუპი ტანსაცმელთან ერთად გარდაისახება.

ამ ქალის კიდევ ერთი მახასიათებელი ნიშანთვისებაა ის, რომ წლების მატების მიუხედავად, ყოველთვის "თინეიჯერულად" გამოიყურება და ბევრი ვერც ხვდება მის რეალურ ასაკს. ტყუპ ქალს ძალიან უხდება მოკლე კაბები, სარაფნის სტილის თავისუფალი სამოსი, რომელიც ტილოსა და ბამბის ქსოვილებითაა დამზადებული. იგი საოცრად იხდენს ასევე თავსაბურავებს – განსაკუთრებით შლაპებსა და ბერეტებს. მას ნებისმიერ სამოსში შეუძლია გამოიყურებოდეს ქალურად და მომხიბვლელად. ამიტომ იგი ხშირად ირჩევს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ე.წ. "ქეჟუალის" სტილისაა და ხელს არ უშლის მოძრავ ტყუპს გადაადგილებაში.

მაკიაჟის მხრივ ტყუპი ქალებისთვის სასურველია ბუნებრიობა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საშინლად არ უხდებათ მკვეთრი, ბრუტალური მაკიაჟი. მსუბუქი (ვარდისფერი ან ატმისფერი) ლოყის ჩრდილი, ღია იასამნისფერი ან ბაცი ყავისფერი პომადა, ტუში... და ბუნებრივი სილამზე სახეზეა!

აქსესუარების მხრივ სასურველია ტყუპმა ზომიერება გამოიჩინოს, აუცილებელი არ არის ყველა სახის სამკაული წამოიცვათ ხელებზე, ყურებსა და ყელზე (რაც ბევრ ტყუპ ქალს აშკარად ახასიათებს). ასტროლოგები ტყუპს მსხვილი ბეჭდების, მასიური სამაჯურებისა და ტყავისგან დამზადებული აქსესუარების ტარებას ურჩევენ. სასურველია ატარონ აგატით, მთის ბროლით, ტოპაზით, ონიქსით ან ოპალით გაწყობილი სამკაული.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?