მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
სასწორი
სასწორის შარმს რომ დიდხანს გაუძლოს მე პირადად ცოტა მეგულება ამქვეყნად მამაკაცი. ამ ქალში თავმოყრილია სილამაზე, სინაზე, ქალური მოქნილობა და დახვეწილობა. მისი ხასიათის დადებითი შტრიხებია ასევე დიპლომატიის უნარი. იგი არასოდეს შეგეკამათებათ, მით უმეტეს სახლხოდ. ყოველთვის დაელოდება თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინადაც მამაკაცების უმრავლესობა აღიქვამს ქალს – "საპატიო ნეკნი"...
თუმცა, მისი ხასიათის მინუსებიდან აღსანიშნავი მუდმივი ყოყმანისკენ მიდრეკილება, ჩვევა გავლენაში მოაქციოს ყველამ დაწყებული მეზობლით დამთავრებული დედით და დაქალებით არცთუ სასიამოვნო დააყენებს ჭეშმარიტ თავმოყვარე მამარს...