მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
მორიელი
მორიელის ვნებიანმა მზერამ მიგალურსმათ ადგილს? არ მიკვირს საკუთარ ფეხებს თუ ვერ იმორჩილებთ (სხვა ორგანოებზე აღარაფერს ვამბობ) და კიდევ და კიდევ ცდილობთ მასთან პაემანის დაგეგმვას... მაგრამ, გარდა სექსუალური მიმზიდველობისა და ქარიზმისა, ამ ქალს სხვა ბევრი პლუსიც გააჩნია ხასიათში – ჭკვიანია, წინდახედული, მიზანსწრაფული და ძალიან სამართლიანიც ყველაფერ ამასთან ერთად... მათთვის, ვინც სამართლიანად "თამაშობს"
მინუსებს კი მაშინ აღმოაჩენთ მის ხასიათში, თუკი შეეცდებით უსამართლოდ აწყენინოთ და გამოიყენოთ... დაინახავთ როგორი ბოღმიანი, შურისმაძიებელი, ზოგჯერ არაადეკვატური და სასტიკი შეიძლება იყოს იგი... მერწმუნეთ, ძალიან შეგეშინდებათ!