ორსულობის ჰოროსკოპი - ლომი

ორსულობის ჰოროსკოპი - ლომი

თითოეული მანდილოსანს, იმის მიხედვით თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, თავად ორსულობის მიმართინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.

ლომი

ლომისთვის, ორსულობა, როგორც წესი, ყოველთვის დაგეგმილი ნაბიჯია. ეს იმიტომ, რომ შვილის სიყვარულს ქალი ლომი, მხოლოლოდ მაშინ იწყებს როცა იგი უკვე ფეხადგმულ, მოლაპარაკე არსებად ჩამოყალიბდება. ხოლო ფეხმძიმობის პერიოდი და ჩვილობის ხანა, დედა ლომისთვის საკუთარი ინტერესების შევიწროვებასთან და დისკომფორტთან ასოცირდება, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ. აქედან გამომდინარე, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, ძუ ლომი ან ადრეულ ასაკში იღებს, როცა ოჯახის მკაცრი მარწუხებისგან უნდა თავის დაღწევა და გათხოვება საამისოდ შესანიშნავ მეთოდად მიაჩნია, ან უკვე ზრდასრულ ასაკში მაშინ, როცა სამსახურეობრივი ინტრიგები ყელში აქვს ამოსული და ცოტა ხნით დასვენება უნდა ამ ქაოსისგან. პატარას დაბადებამდე მასში წინააღმდეგობრივი ემოციები ბობოქრობენ, ერთის მხრივ იგი თავს ამხნევებს "რა მაგარია, მალე დედა გავხდები!" მეორეს მხრივ კი გულში მუდმივად შიში ეპარება "და მერე მე? რა ეშველება ჩემი სხეულის დაკარგულ ფორმებს?"

მართალია, მედიცინის მუშაკები, ლომ ქალს გულზე დიდად არ ეხატება და მაქსიმალურად ცდილობს კონსულტაციაზე ვიზიტები მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ თუ მაინც უწევს ექიმის მომსახურებით სარგებლობა, ყოველთვის კერძო, ფეშენებელურ კლინიკას არჩევს და არც პირად ექიმზე ენანება ფული. ბოლოს და ბოლოს, დედოფლის სტატუსი ხომ არ უნდა შეარცხვინოს?!

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?