ამ ქვეყანას, თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
თხის რქა
თხის რქა ქალი საკუთარი თავის სიყვარულს ყველაზე უკეთ ფეხმძიმობისას სწავლობს. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში აძლევს იგი თავს უფლებას, მოდუნდეს და სხვების ზრუნვით თავი გაინებივროს.
მისთვის ორსულობა იმდენად სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, რომ ქალი თხის რქა, იშვიათად კმაყოფილდება ერთი შვილის გაჩენით. შესაბამისად, წინააღმდეგი არ არის ამგვარი "საპატიო შვებულებით" თავი ცხოვრებაში მინიმუმ სამჯერ მაინც გაირთოს.
თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ორსულობის პერიოდში, შვილთან შედარებით, მეუღლე მისთვის ხშირად მეორე პლანზე იწევს. მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი, საკუთარი კარიერული მიღწევებით ან სახელფასო განაკვეთით სოლიდურ სიმაღლეზე არ დგას, ქალი თხის რქა მას აუცილებლად დაუწყებს ზემოდან ყურებას და გამუდმებით იმის შეხსენებას, რომ მომავალი შვილისთვის უკეთესი მამობის კანდიდატი არ აწყენდა. ისეთი, რომელიც მინიმუმ ჰარვარდში სწავლის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს მისი პირმშოსთვის.
თხის რქები აღმერთებენ ვაჟიშვილებს, ამიტომ ორსულობისას ბევრი თხის რქა ოცნებობს მამრობითი სქესის პატარა მოავლინოს ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ, მისი აზრით, ქალად დაბადება ცხოვრებაში საკმაოდ არასახარბიელო პერსპექტივაა.