მამაკაცების ფსიქოტიპისა და მათთან პრობლემური ურთიერთობის დარეგულირების თემაზე. ვასრულებთ მათ სურვილს და დღეიდან ეტაპობრივად გთავაზობთ, ძლიერი სქესის პრობლემური წარმომადგენლების დახასიათებას. მათთან ურთიერთობის მოგვარების გზებსა და კომპრომისის ხელოვნებას.
პრობლემური მამაკაცი - კურო
მიწის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი, შეყვარებულობა მალევე არ ეტყობა. ამიტომ თუ მისი გრძნობების "მოქოქვა" გაქვთ განზრახული, ლოდინი დიდხანს მოგიწევთ. კურო ის კაცი არ არის, რომელიც მალე იღებს გადაწყვეტილებებს. შესაძლოა პერიოდულად მისმა სიზანტემ, უშფოთველობამ და უემოციობამ გააფთრებამდეც კი მიგიყვანოთ და ჩათვალოთ, რომ ბედი არასოდეს დაუკავშიროთ ასეთ ვინი-პუჰს, რომელსაც ჭამისა და ძილის მეტი სხვა პრიორიტეტი არ გააჩნია ცხოვრებაში. თუმცა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. კუროსთვის ლოდინი მართლაც რომ ღირს!
როგორ მოვაწონოთ თავი - პირველ რიგში მომთმენი, სტაბილური და მოსიყვარულე უნდა იყოთ. ამასთან ერთად, არც ზედმეტ მფლანგველობასა და ქარაფშუტობაში უნდა აღმოჩნდეთ მისი მხრიდან შემჩნეული. კურო ვერ იტანს ზეწოლას. ნუ გაუმართავთ მას ქალურ ისტერიკებს. სულერთია ამით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ. უფრო ალბათ დააფრთხობთ და თქვენთან სერიოზული ურთიერთობების გაგრძელებას საერთოდ გადაიფიქრებს.
როგორია იგი როგორც ქმარი - აი აქ მივადექით ყველაზე "მსუყე ლუკმას". კუროები ზოდიაქოს იმ უიშვიათეს მამაკაცთა რიცხვში შედიან, ვისგანაც შესანიშნავი მეუღლე და პარტნიორი დგება. ამიტომ შეყვარებულობის პერიოდში მისი მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე გაწელილი ლოდინის შემდეგ, უკვე დაოჯახებულს მისგან არაერთი სიურპრიზი გელით. იგი იზრუნებს იმაზე, რომ სახლში მაცივართან ერთად თქვენი ტანსაცმლის კარადაც სავსე და მრავალფეროვანი იყოს. მართალია პატარ-პატარა წვრილმანებში ძალიან ჯიუტია და მის დაყოლიებას აზრი არ აქვს. თუმცა ბევრს იპოვნით ქვეყანაზე ისეთ კაცს, რომლის გვერდითაც თავს დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ?
როცა მას ურთიერთობის გაწყვეტა სურს - კურო პირდაპირი და "მიმწოლი" ნიშანია. ამიტომ, თუ მას თქვენს ხასიათში რაიმე კონკრეტული თვისება არ მოსწონს, ცოტა ხანს მოთმინებითა და მდუმარედ დაგაკვირდებათ, იმ იმედით რომ იქნებ ამ დროებითმა ხუშტურმა გაგიაროთ. თუმცა თუ ეს ზემოთ ხსენებული ხუშტურები, თქვენთვის ორგანული თვისებაა, იგი ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს. წავა, ისე რომ უკან არასოდეს მოიხედავს.