"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - ანუ მამაკაცები რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - ანუ მამაკაცები რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

ნებისმიერ მამაკაცს ეშინია ამქვეყნად. თუმცა, არის კონკრეტული ასაკი, რომლის შემდეგაც ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი ოჯახური ურთიერთობისთვის მწიფდება და მზადაა საკუთარ თავზე აიღოს ქორწინების "მძიმე უღელი". მაგრამ არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე, ამიტომ რა გასაკვირია ის, რომ ისეთი ინდივიდებიც მოიძებნებიან, ვისაც ქორწინების ხსენებაზე განურჩევლად იმისა თუ რა ასაკშია, ტანზე ბუსუსები აყრის და მზადაა თავქუდმოგლეჯილმა მოქუსლოს უკანმოუხედავად, თუკი საყვარელი ქალი მას ამ "საკრალურ თემაზე" ჩამოუგდებს ოდესმე საუბარს,.. მოკლედ და კონკრეტულად, დღეს "ქრონიკული ბერბიჭების" შესახებ ვისაუბრებთ და იმ მამაკაცების მოკლე სიას გაგაცნობთ, ვისაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველაზე მეტად ეშინია მენდელსონის მარშის მოსმენის...

მშვილდოსანი – იგი გამოუსწორებელი იდეალისტი და მექალთანეა. ამასთანავე, საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხრიარული, რის გამოც არაერთი ქალისთვის ახერხებს ცხოვრების მანძილზე გულისა და ოცნებების დამსხვრევას. მასთან დაწყებული რომანი, საწყის ეტაპზე ლამაზ ზღაპარს ჰგავს... ყვავილებით, საჩუქრებით, რომანტიკული გმირობებით და ა.შ. მშვილდოსანს უდავოდ გააჩნია იმის ნიჭი, რომ ნებისმიერ ქალს თავი ერთადერთად და განუმეორებლად აგრძნობინოს, მაგრამ ეს მანამ სანამ ეს უკანასკნელი საკუთარი პოზიციების სიმყარეში არ დარწმუნდება და გათამამებული, საყვარელ მამაკაცს მომავალი ერთობლივი ცხოვრების შესახებ არ ჩამოუგდებს საუბარს... ასეთ დროს მშვილდოსანი ან ისეთ სახეს მიიღებს რომ ნათქვამი ვერ გაიგო, ან უბრალოდ გაგიქრებათ ცოტა ხნით თვალთახედვის არედან იმ იმედით, რომ მალე თქვენ ეს უაზრო ხუშტური და აჩემება თავისით გადაგივლით... თუ ამანაც არ გიშველათ, მარტივად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეუდგება, სხვა ნაკლებად პრეტენზიული და უპრობლემო ქალის ძებნას... რაც შეეხება სიყვარულს, მშვილდოსანს ღრმად სწამს, რომ იგი ცხოვრებაში ბევრჯერ მოდის და ყოველ ჯერზე, განსხვავებულად საინტერესოა მისი განცდა. ამიტომ გამუდმებით დაეძებს იდეალურ ქალს და გამორიცხული არ არის, თქვენც იდეალად მიგიჩნიათ თავის დროზე, მანამ სანამ გულის გამაწვრილებელი ქალური საყვედურებით მოაბეზრდებდით თავს.

მერწყული – ოჯახი მისთვის მძიმე ტვირთი, აბსოლუტურად უინტერესო მდგომარეობა და ზედმეტი თავის ტკივილია. საშუალოსტატისტიკური მერწყული მამრი, როგორც წესი დაახლოებით 30 წლამდე მაინც საკუთარი თავით, სამყაროს შესწავლით, ახალ-ახალი შეგრძნებების მიღებითა და ნაირ-ნაირი სახიფათო თუ ნაკლებსახიფათო თავგადასავლებითაა დაკავებული. ამიტომ დაოჯახებაზე ფიქრიც კი მასში გულყრებს, ფსიქონერვოზულ მდგომარეობასა და თმის ყალყზე დადგომის ეფექტს იწვევს. იგი ქალში მეგობარს და თანამოაზრეს ეძებს, რომელიც მის პირად თავისუფლებას არასოდეს შეეხება. სამაგიეროდ, იმავეს გთავაზობთ თავადაც. მერწყული ვერ იტანს ჩარჩოებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს... აქედან გამომდინარე, მისგან რაიმე სახის დაპირებაზე დაყოლიება ძალზე რთული, ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეც კია... თუმცა, მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც მარტივად არიგებს უხვ დანაპირებს, შემდგომში კი მათი არშესრულება სულაც არ მიაჩნია მსოფლიო დონის ტრაგედიად, მერწყული სიტყვის კაცია... მთავარია, მისგან ეს კონკრეტული აღიარება მოისმინოთ ოდესმე... მაგრამ იმ ავადსახსენებელი, სამი მარტივი სიტყვის თქმას, რომელსაც ჩვენ ქალები ესოდენ ვეებერთელა მნიშვნელობას ვანიჭებთ, მერწყული მამაკაცი ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვერ აბამს ხოლმე თავს... შესაბამისად, ან მარტოობაში ატარებს წუთისოფელს (რაც მას სრულებითაც არ თრგუნავს და აწუხებს) ან მუდმივად არაოფიციალურ, "ჯიგრულ- მეგობრულ-დაქალურ" ურთიერთობაში იმყოფება ვინმესთან.

ტყუპი – მისი პრობლემა მრავალმხრივობა და ცვალებადი ხასიათია. საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, მუდამ გააჩნია ძალზე მძაფრი და დაუცხრომელი ინტერესი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი ქალი, როგორც წესი არასოდეს აკმაყოფილებს. თუმცა, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთ (მაგ საკითხზე მორიელებს უნდა მიაკითხოთ!). ტყუპის მრავალმხრივი მოთხოვნები, ძირითადად ქალის ინტელექტუალურ მხარესა და სულიერ სამყაროს ეხება, სექსუალურ ტემპერამენტს – ნაკლებად. არადა, ლამაზი, ჭკვიანი, გამჭრიახი, ზომიერად სექსუალური, მრავალმხრივი და არაპროგნოზირებადი ქალები ლიმიტირებულად მოიპოვებიან დღეს რეალობაში. ტყუპი მამაკაციც საკუთარ მოთხოვნილებებს, ერთბაშად ორი რომანით და ორი პარტნიორით ინაზღაურებს. რის გამოც, დაოჯახებაზე ფიქრი ხანგრძლივი დროის მანძილზე აზრადაც არ მოსდის თავში (კაცმა რომ თქვას ჰარემის იდეა კი ხიბლავს მაგრამ... მაინც საქართველოა და რა ვიცი, რა ვიცი).

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?