თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ზოდიაქის ნიშანი იცით, მარტივად გაიგებთ რა მოსაზრებისაა სიყვარულზე და რას უნდა ელოდოთ მისგან.
ვერძი - ვნება
სიყვარული მისთვის ვნებისა და ემოციების ვულკანია. არასდროს გაპატიებთ ღალატს, ტყუილს და ისეთივე აზარტული იქნება მისი შურისძიება, როგორც სიყვარული.
კურო - მზრუნველობა და კომფორტი
მუდამ მზადაა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს მზრუნველობა და კომფორტი შეუქმნას. ჰარმონია სურს ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა, ეცადეთ, არ გააბრაზოთ, მისი შურისძიება სასტიკია.
ტყუპი - ურთიერთობა
უინტელექტო და მოსაწყენ ადამიანთან დიდხანს ვერ გაძლებს. ის მგრძნობიარე და ცეცხლოვანია და სურს, პარტნიორიც მისნაირი იყოს. მას სურს, უსმენდნენ და პოლემიკაში აიყოლიონ.
კირჩხიბი - მგრძნობიარე
უაღრესად მგრძნობიარე და განცდიანი ადამიანია. აფასებს შინაურ კომფორტს. უჭირს გადაწყვეტილების მიღება და თუ საყვარელ ადამიანისგან ზეწოლას განიცდის, გასხლტება.
ლომი - გულუხვობა
საყვარელი ადამიანის გულისთვის მთებს გადადგამს. ის ადვილად განასახიერებს კეთილი ჯადოქრის როლს, ოღონდ კი სატრფოს ასიამოვნოს. ამასთანავე, სურს, რომ მუდამ აქებდნენ. ლომი მეფეა და ყურადღებაც და მზრუნველობაც მეფური სჭირდება.
ქალწული - სტაბილურობა
მისი აზრით, წყვილში ინტელექტუალური კავშირი თუ არ არსებობს, ის მალე დაიშლება. ქალწული ერუდირებული, კარგად აღზრდილი ნიშანია და სურს, გვერდით ასეთივე პარტნიორი ჰყავდეს. ეროტიკა და ისტერიკების შემდეგ ვნებიანი შერიგება მისი თემა არაა.
სასწორი - ესთეტიკა
ყველაფერში სილამაზეს ხედავს. ვერ იტანს უმნიშვნელო კამათსაც, ურთიერთობის გარკვევასაც კი. თუმცა, რთულ მომენტში მოგისმენთ და მორალურ მხარდაჭერას გაგიწევთ.
მორიელი - საიდუმლოება
არაჩვეულებრივად მიმზიდველი და საიდუმლოებებით აღსავსე ნიშანია. პარტნიორად რთულ, პრობლემურ ადამიანს ირჩევს. ურთიერთობა უნდა იყოს არასტადარტული, დინამიკური. თუ პრობლემები არ არსებობს, თავად შექმნის. მას მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია.
მშვილდოსანი - თავგადასავალი
ცნობისმოყვარე და ვნებიანია. მათ ცხოვრება საინტერესო ფილმს ან წიგნს ჰგავს. თავგადასავალში თავით ეშვება. სურს, ისეთი ადამიანი ჰყავდეს გვერდით, ვისაც ცვლილებებისადმი შიში არა აქვს და მათი ცხოვრება ერთ დიდ მოგზაურობას დაემსგავსება.
თხის რქა - პრაგმატული
მათ ყველაზე მყარი ქორწინება აქვთ. თუ პარტნიორი აირჩია, ის გამოცდილ, გაანალიზებული ჰყავს ყველა სიტუაციაში. მისგან ძლიერ ვნებებსა და თავგადასავლებს ნუ ელით, მაგრამ ერთგულება და სტაბილურობა არ მოგაკლდებათ.
მერწყული - შემოქმედებითი
უჩვეულო და არასტანდარტულია ყველაფერში და ქორწინებაშიც. მისთვის სიყვარული ერთი დაუსრულებელი შემოქმედებითი პროცესია. ქორწინების უღელში თავს გვიან ჰყოფს. პარტნიორად საინტერესო, ზოგჯერ ექსცენტრიკულ ადამიანს ირჩევს. უცნაურობა მათ კიდევ უფრო აჯაჭვებს.
თევზები - მისტიკური
რამდენჯერაც არ უნდა შეუყვარდეს, იმდენჯერ სხვანაირად ავლენს საკუთარ თავს და მუდამ მისტიკურ საბურველს იქმნის გარშემო. ძალიან მგრძნობიარე და განცდიანი ადამიანია. პარტნიორში ვერ აიტანს უხეშობას და ბილწსიტყვაობას.