გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ „უბრალოდ ისე“ .. მოდით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
ლომი
ქალი ლომი დედოფლური ბუნებით გამოირჩევა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ის რომ მამაკაცი რომლის გვერდითაც ცხოვრობს მას როგორც განსაკუთრებულ ქმნილებას ისე ეპყრობოდეს. ლომ ქალს მოსწონს საჩუქრები, მდიდრული წვეულებები, გულუხვობა და ხელგაშლილობა.. ვერ იტანს წუწურაქ, მოწუწუნე და დიქტატორ მამაკაცებს. როცა ვინმე უყვარს ქალი ლომი ამ ურთიერთობაში მთელს სულს და გულს დებს , თუმცა პარტნიორისგანაც იგივეს ითხოვს. ბუნებით მაქსიმალისტია და გასაყოფი არაფერი უნდა, მათ შორის რაღა თქმა უნდა არც მამაკაცი. შესაბამისად კონკურენტის გამოჩენას ჰორიზონტზე, ჭეშმარიტი ძუ ვერასოდეს შეეგუება. თუმცა თუკი მისმა პარტნიორმა მაინც გაბედა და თუნდაც უვნებელი ფლირტის გაბმა გაბედა სხვა ქალთან, ლომი მოღალატეს საბოლოო დაშორებამდე აუცილებლად იგივე საქციელით გადაუხდის სამაგიეროს (თუ რეალურად არ უღალატებს, ამ სიტუაციის ინსცენირებას მაინც გაითამაშებს ოსტატურად - ნუ დაგავიწყდებათ, ლომი თეატრალური ხელოვნების მფარველი ნიშანია).
ინსტრუქცია მამაკაცებს: თუკი თქვენი ძუ ლომსი დაკარგვა არ გინდათ, თავი შეიკავეთ არათუ სხვა ქალებთან ფლირტის, თვალის ირიბი გაპარებისგანაც კი. ამასთან ერთად, მოექეცით ლომს როგორც დედოფალს, თორემ მერწმუნეთ, მოკლე ხანში სახლში დაბრუნებულს ტახტზე სულ სხვა „მეფე“ დაგხვდებათ წამოგორებული.