, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი ბუნებით ოპტიმისტი და სიცოცხლისმოყვარული ნატურაა. მას უყვარს გართობა, მხიარულება, მეგობრების წრეში ყოფნა. ვერ იტანს რუტინასა და მოვალეობებს. ამიტომ ზოგადად სერიოზული ურთიერთობის ან დაოჯახების საკითხს მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება. მას აშინებს ბორკილები და პასუხისმგებლობები, რომელიც მისი აზრით ოჯახურ ცხოვრებას მოზდევს. თუმცა ბუნებით იდეალისტია და თუ ჩათვალა, რომ როგორც იქნა იპოვნა ის "ერთადერთი და განუმეორებელი" (რომელიც შესაძლოა რამდენიმე იყოს მის ცხოვრებაში), ბევრს არ იფიქრებს და ცოლად გაჰყვება. ამიტომ მშვილდოსნების ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია, წინა ღამის მხიარული ივენთის შემდეგ, მეორე დილით უსახელო თითზე ოქროს რგოლით გამოღვიძება. თუმცა თუკი თაფლობის თვის გასვლის მერე მეუღლე მას ტრადიციული ცოლის ამპლუის მორგებას აიძულებს (სამზარეულო, სარეცხი, ბავშვის მოვლა და ასე წრეზე), იგი აუცილებლად იპოვნის გზას გულის გადასაყოლებლად. რაც შესაძლოა მის ცხოვრებაში მორიგი ახალი "ერთადერთისა და განუმეორებლის" გამოჩენით გამოვლინდეს. არა, არა! იგი მოღალატე სულაც არ არის, უბრალოდ არ შეუძლია ხანგრძლივად იცხოვროს რუტინასა და მოწყენილობაში. რა მისი ბრალია თუ ასეთად დაიბადა?
ინსტრუქცია მამაკაცებს: თუ გსურთ მშვილდოსანი ქალი ხანგრძლივი დროის მანძილზე "მოიშინაუროთ" ( ნუ დაგავიწყდებათ, მშვილდოსანი მაინც კენტავრია და მოთვინიერება სჭირდება), ქორწინების შემდეგაც ისეთივე მხიარული და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება უნდა მოუწყოთ, როგორიც მანამდე გქონდათ და რისი ეშხითაც გადაწყვიტა მან თქვენთვის ცხოვრების მეგზურობა გაეწია. თუ იგი მოწყენილი იქნება, მერწმუნეთ, ყოველთვის მონახავს გზას თავის გასართობად. ამიტომ მისი ღალატის ფესვები, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ საქციელში უნდა ეძებოთ და არა მასში.