გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
რატომ ღალატობს სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, ძალიან სათუთები და ესთეტიკურები არიან ბუნებით. მათ მოსწონთ ურთიერთობაში ჰარმონია, ამის გამო კი საკმაოდ ბევრ დათმობაზეც არიან წამსვლელი საყვარელ მამაკაცთან. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ სასწორი პლანეტა სატურნის ეგზალტაციის ადგილია. ჰოდა, ამ ფუმფულა და ჰაეროვანი ქალის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ამიტომ მისი ნერვების სიმყარეს თუ სერიოზულად გამოცდით, დამყოლი და დიპლომატი სასწორი, მოულოდნელად თხის რქასავით ჯიუტი და პრინციპული გახდება. შესაბამისად, თუ მან თქვენი სხვა მამაკაცით ჩანაცვლება გადაწყვიტა (ისევ და ისევ თქვენივე უნიათობის გამო), ნაკლებად გაქვთ შანსი მისი გადმობირების!
ინსტრუქცია მამაკაცებს: ნუ მოგატყუებთ ამ ქალის ნაზი იმიჯი. შინაგანად მას ძალიან მკვეთრი ზღვარი გააჩნია, რომელიც პარტნიორული ურთიერთობის მოთხოვნილებასა და საკუთარ პრინციპებს შორის გადის. ამიტომ დააფასეთ იგი, სანამ თქვენთვის ასეთი ფუმფულა და ჰაეროვანია.