, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
თხის რქა
ქალი თხის რქები მყარი ნერვული სისტემით, გაწონასწორებული ხასიათით და ნებისყოფით გამოირჩევიან. ნებისმიერ ქალს, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ იბადება, მყარად აქვს გამჯდარი ცნობიერებაში ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობა. იგი ძნელად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვის დაუკავშიროს საკუთარი ბედი, იმიტომ რომ, როგორც წესი, კანდიდატი მის მიერ დაწესებულ მაღალ სატანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, ქალი თხის რქა საკუთარი კარიერის მოწყობითაც აქტიურადაა დაკავებული. შესაბამისად მამაკაცებისთვის დრო მის ცხოვრებაში ყოველთვის დოზირებულად რჩება. თუმცა თუკი მან საბოლოოდ გადაწყვიტა რომელიმე მამაკაცთან ცხოვრების დაკავშირება, მისთვის ეს ნაბიჯი პირველი და საბოლოო უნდა იყოს. თხის რქა ბუნებით კონსერვატორია, ამიტომ ოჯახის გადასარჩენად ხშირად ხუჭავს ბევრ რამეზე თვალს. თუმცა საყვარელი ადამიანის მხრიდან სიცივეს ან დაუფასებლობას ძალზე მტკივნეულად განიცდის. მაგრამ თუ მეუღლემ მისი ამდენი მოთმინება ვერ დაინახა, იგი ერთხელაც საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში ქალი თხის რქა, ცივი გონების გამო ნაკლებად ღალატობს მეორე ნახევარს შურისძიების მიზნით. თუმცა თუ დაშორება გადაწყვიტა, პრინციპულად ვეღარ დაახევინებთ უკან. ღალატით კი იშვიათად მაგრამ მაინც, მხოლოდ გაცილებით უფრო რესპექტაბელურ, ფინანსურად უზრუნველყოფილ და წარმატებულ მამაკაცზე თუ გაცვლის მეორე ნახევარს.
ინსტრუქცია მამაკაცებს: თუკი ქალი თხის რქა ცოლად გამოგყვათ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ღირსეული მამაკაცი ბრძანდებით. ამიტომ ნუ გაუცრუებთ მას იმედს ჭეშმარიტი მამაკაცისთვის უკადრისი საქციელით. დააფასეთ მისი ღვაწლი ოჯახის, შვილებისა და თქვენი სანათესაოს მიმართ (ქალ თხის რქას ხომ ისინი საკუთარ ნათესავებზე არანაკლებ უყვარს!). ხშირად უთხარით კომპლიმენტები და თქვენი თხის რქა პარტნიორი პატარ-პატარა შეცდომებზე ადვილად დაგიხუჭავთ თვალს.