გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
ტყუპი
ქალი ტყუპი მრავალმხრივი, უზომოდ ცნობისმოყვარე და ცვალებადია. ეს ცვალებადობა, რა თქმა უნდა, მის სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ამიტომაც არის რომ, ტყუპი ქალის უმრავლესობა ოჯახს საკმაოდ გვიან ასაკში ქმნის, ისიც დიდი სიფრთხილით. ყოველ დილით, ერთი და იმავე პარტნიორის გვერდით გამოღვიძების პერსპექტივა ტყუპი ქალისთვის მონოტონური, ერთფეროვანი ცხოვრების აუცილებლობასთან ასოცირდება რაც ამ ქალისთვის ტრაგედიის ტოლფასი შეიძლება იყოს. ქალი ტყუპის ღალატის საფუძველიც სწორედ ეს მოსაწყენი ერთფეროვნება ხდება ხშირ შემთხვევაში. ამიტომ, მან თუ გაცილებით საინტერესო ადამიანი აღმოაჩინა, ზოგჯერ დაუკვირვებლად და თამაშ-თამაშითაც კი აბამს მასთან რომანს და ისე შეიძლება "შემოეღალატოს" მეუღლე, თავადაც კი ვერ გააცნობიეროს.
ინსტრუქცია მამაკაცებს:
თუკი ტყუპი ქალის შენარჩუნება გსურთ, იყავით მრავალმრხივი, ინტელექტუალური, საინტერესო მოსაუბრე. ნუ ამყოფებთ მას ინფორმაციულ ვაკუუმში და რაც მთავარია, დიდი ხნით ნუ დატოვებთ მარტოს.