გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.
ვერძი
ქალი ვერძი, მიუხედავად ფეთქებადი და იმპულსური ხასიათისა, სიყვარულში საკმაოდ ერთგული და სტაბილური პარტნიორია. ოღონდ, მანამ სანამ მას ეს მამაკაცი ნამდვილად უყვარს. ხოლო თუ რამდენ ხანს გასტანს ეს სიყვარული, უკვე თავად ვერძი ქალის პარტნიორის მარიფათზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატი და ორმაგი თამაში ქალი ვერძისთვის იშვიათადაა დამახასიათებელი. იგი უმალ აღიარებს საკუთარ გრძნობებს სხვა მამაკაცის მიმართ და მხოლოდ წინა პარტნიორთან დაშორების შემდეგ გააბამს ახალ ცეცხლოვან რომანს.
ინსტრუქცია მამაკაცებს: თუკი ვერძი ქალის შენარჩუნება გსურთ, არასოდეს ეუფროსოთ მას. ნუ შეუზღუდავთ პირად თავისუფლებას და შეეცადეთ მის თვალში ავტორიტეტი არ დაკარგოთ!