-შარშან ინტერვიუში მითხარით, ქართული ფეხბურთი წლევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნებაო, მართლაც გამოცოცხლდა. წელსაც იქნება პროგრესი?
-პროგრესი იქნება, უბრალოდ ამას დრო უნდა. 2019 წელს საერთოდ ძვრებისა და წინსვლის წელი იქნება საერთოდ სპორტისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის. გადავედით სტადიონების მშენებლობაზე, ეს უკვე კარგია. ინფრასტრუქტურა ცოტა უმჯობესდება და საერთო დონე ნელ-ნელა მოიმატებს. წელს ჩვენ ვნახეთ, რომ დაზაბულობამ მოიმატა, გასაგებია საერთო კლასი ვერ გამოსწორდება ერთ წელიწადში, მაგრამ რადგანაც დაძაბულობამ მოიმატა, ეს ხელს უწყობს სხვა დონის განვითარებას. თუ ლეგიონერებიც შემოვიყვანეთ, ეს კიდევ აამაღლებს კლასს, ეს ქვეყნის ფინანსებზეც არის დამოკიდებული. 2019 წელი ამ მხრივ კარგია, შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩაკვეტაძისნაირი ინდივიდუალისტები.