როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კურო

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კურო

და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად, ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ კურო

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი გაწონასწორებული, დინჯი და სიტყვაძუნწი ინდივიდია. სანამ ძალიან ახლოს არ გაიცნობთ, თუ ის საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია შესაძლოა ეჭვიც შეგეპაროთ იმაში, რომ მას ლაპარაკი საერთოდ ეხერხება. კურო ზანტია, აჩქარებას ვერ იტანს, ვერც საქმეში - ვერც პირადში. ამიტომ მისი მხრიდან სიმპათია აშკარად რომც იგრძნოთ კიდეც, საშუალოსტატისტიკური მამრისთვის დამახასიათებელ სასიყვარულო ავანტურებსა და სიურპრიზებს ამაოდ ნუ დაელოდებით. იგი ის კაცი არ არის, საყვარელი ქალის გამო ყირაზე დადგეს ან ბაგირზე ჩამოეკიდოს (ამგვარი კლოუნები მშვილდოსნებისკენ მოიკითხეთ, თუმცა მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ).

კურო "შენელებული კადრია" გრძნობებშიც და სიყვარულშიც. მისი ემოციები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქოქება და იკრეფს ძალას, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს, თუკი საამისო საფუძველს თქვენ მას მოთმინებით, სინაზით, მზრუნველობით და სითბოს გამოჩენით მისცემთ.

კურო მამაკაცებს უყვართ გრძნობების საქციელით აფიშირება. სამაგიეროდ, არ ესმით და შესაბამისად არც ეხერხებათ ენის მოჩლექით საუბარი. იგი მზრუნველი, ყურადღებიანი შეყვარებული იქნება თუკი თქვენ არასოდეს დააფრთხობთ მას ეჭვიანობით და ქალური ხუშტურების ხშირი დემონსტრირებით.

ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ის შესაძლოა ხშირად დუმდეს და უხმოდ დაკვირვებას ამჯობინებდეს ინტერესის ობიექტზე. არ გაგიკვირდეთ თუ იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გადაამოწმებს თქვენი ემოციების და ხასიათის სიმყარესა და სანდოობას.

გახსოვდეთ, კუროს ამქვეყნად ყველაზე მეტად არასტაბილურობის შიში აქვს, ეს მის პირად ურთიერთობებსაც ეხება. ამ მიწიერ მამრს რომ თავი მოაწონოთ, უნდა იყოთ მშვიდი, მზრუნველი, ერთგული და წინდახედული. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეგეძლოთ მინიმუმ სამი გემრიელი, საფირმო კერძის კარგად მომზადება, კუროები დიდი გურმანები არიან და ვეჭვობ თქვენმა გულისწორმა კურომ ნახევარფაბრიკატებით მისი გამოკვების უფლება მოგცეთ.

სიყვარული კუროსთან ნელ-ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მოდის. ამ კაცზე ძალიან მოქმედებს მიჩვევა. შესაბამისად, ქალი, რომელიც მას კომფორტს შეუქმნის და კარგად "შეიჩვევს" ფლობს იმის პოტენციალს, რომ მომავალში, ეს ერთი შეხედვით მრისხანე მოზვერი, მოსიყვარულე და მასზე დამოკიდებულ ბოჩოლად გადააქციოს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?