როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული

- ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი მერწყული

თუკი თქვენ გულში ეს თავქარიანი, ერთი შეხედვით საოცრად კომუნიკაბელური და მეგობრული ურანიანელი ჩაგივარდათ, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მისი გულის მონადირება იმაზე გაცილებით უფრო ძნელი იქნება ვიდრე ეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე წარმოგიდგენიათ.

მამაკაცი მერწყული უზომოდ ცნობისმოყვარე, ჰუმანური და კონტაქტური ინდივიდია. იგი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს თქვენთვის, თუკი მასთან საერთო ინტერესები, ჰობი ან პროფესია გაკავშირებით. პრინციპში ყველაზე ნაცადი გზა ამ კაცის საკუთარ ბადეში გასაბმელად სწორედ ესაა – მეგობრობა, მეგობრობა და კიდევ ერთხელ გულწრფელი მეგობრობა.

ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ იგი სიყვარულს სხვა მამაკაცებისგან აბსოლუტურად განსხვავებულად ამჟღავნებს. შესაბამისად, თუ მოგეჩვენათ, რომ თქვენ მიმართ მისი მეგობრული დამოკიდებულება, მოულოდნელმა სიცივემ და დაბნეულობამ შეცვალა, იცოდეთ, რომ მის გულს სიყვარული დაეპატრონა. თუმცა, უყვარდეს ვინმე ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი თვალსაწიერი საგრძნობლად უნდა დაპატარავდეს, მას ხომ ამქვეყნად უამრავი რამ აინტერესებს. შესაბამისად, მერწყულისთვის სიყვარული ერთგვარი შეზღუდვა და მსხვერპლის გაღებაც კია. ამიტომ რა გასაკვირია, თუ ინტერესის ობიექტთან თავდაპირველ ეტაპზე დისტანციის დაცვას შეეცდება, იმ იმედით რომ არსაიდან მოსული ემოციები ისევ არსაით წავლენ.

მამაკაც მერწყულს დაოჯახების თემა ძალიან აშინებს. ამის მიზეზი მისი ურანული ბუნება და თავისუფლების უზომო სიყვარულია. გარდა ამისა, მერწყულებს ნაკლებად უყვართ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრის ხანგრძლივი დროით თქვენ პერიმეტრზე დაჭერა თუ გსურთ, აჯობებს რამდენიმე წელი მასთან ერთად ე.წ. "სამოქალაქო ქორწინებაში" იცხოვროთ. ყოველგვარი მენდელსონის მარშისა და ვალდებულებების გარეშე.

მერწმუნეთ, თუკი მერწყულთან ამ პერიოდის მანძილზე საერთო ინტერესები, მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული ფილოსოფია დაგაკავშირებთ, ამასთან ერთად თუკი ნაკლებად შეუზღუდავთ პირად სივრცეს, იგი საბოლოოდ აუცილებლად დაფიქრდება ქორწინებაზე. ხოლო გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ურანით მართული ადამიანებისთვის ზოგჯერ ნახევარი საათიც სრულებით საკმარისია, ამიტომ თუ ოდესმე გულიანად გიცინიათ ინტერნეტში ნანახ ფოტოებზე, სადაც პატარძალი თეთრ საქორწინო კაბასა და კედებში გამოწყობილი დგას საკურთხეველთან, შესაძლოა იგივე ბედი თქვენც გაიზიაროთ რაკი ცხოვრების მეგზურად მერწყულ მამაკაცს ირჩევთ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?