ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ ქალი კურო
ქალი კურო სტაბილურობის, კომფორტისა და ემოციური სიმყარის მოყვარულია. ამ ქალის სუსტი წერტილი მატერიალური კომფორტის გარდა, გემრიელად ჭამა-სმაც გახლავთ. კუროს მოხიბვლა თუ გსურთ, მაქსიმალურად გულუხვი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე უნდა იყოთ მის მიმართ. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა და ემოციების ფლობის კარგი უნარისა, იგი შინაგანად ძალია მგრძნობიარე ქალია. უყვარს მოფერება, კოცნა... ზოგადად სითბოს ჟესტებით გამოხატვის გზით კუროს სიმპათიას გაცილებით უფრო მალე დაიმსახურებთ, ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენი მხრიდან ამგვარ ნაბიჯს, მისი თანხმობაც მოჰყვება საპასუხოდ.
თუკი კურო ქალის გულის მოგების საკითხს სერიოზულად მოეკიდებით, არ ააჩქარებთ მას, იქნებით სტაბილური და მუდმივი გრძნობებში, ნაკლებად დააყენებთ სპონტანურად არჩევანის მიღების აუცილებლობის წინაშე და თქვენს სიყვარულს მატერიალური კუთხითაც დააფიქსირებთ (საჩუქრები, ვიზიტები რესტორანში სადაც გემრიელად ამზადებენ, ძვირფასი კოსმეტიკა) ქალი კურო თანდათან გაიხსნება ურთიერთობაში, როგორც ემოციური ისე სულიერი კუთხით და მისი სიყვარულისა და ერთგულების იმედი, არა ერთი ან ორი დღით, არამედ გაცილებით უფრო ხანგრძლივი დროით შეგიძლიათ იქონიოთ.