რომ ვიმსჯელოთ , ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ ქალი მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალი, ბუნებით მონადირე და აზარტული ინდივიდია. მას ძალიან უყვარს თავისუფლება და იშვიათად ეგუება ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის მძიმე უღელს. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნებში ორი ან მეტი ქორწინების ალბათობა ძალზე დიდია. ამიტომ თუკი თქვენთვის რომელიმე სიმპათიური მშვილდოსანი შეიგულეთ, უკეთესია, თუ ეს უკანასკნელი დიდი ხანია გასცდა თინეიჯერობის ასაკს.
საიმისოდ, რომ ქალ მშვილდოსანს თავი მოაწონოთ, პირველ რიგში მხიარული, მეგობრული და გულწრფელი უნდა იყოთ მასთან დამოკიდებულებაში. ამასთან სასურველია, ნაცნობობის საწყის ეტაპზევე თუ არ დაუწყებთ მომავალ ოჯახზე საუბარს. ამგვარმა დიალოგმა იგი შესაძლოა დააფრთხოს და თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტაც კი აფიქრებინოს სამუდამოდ. გახსოვდეთ, მშვილდოსნის სიმბოლო ნახევრად ცხენი, ნახევრად ადამიანი კენტავრია. ამიტომ ნებისმიერი სქესის მშვილდოსნის მოსანადირებლად დრო, მოთმინება და პრინციპული მიდგომაა საჭირო.
ქალი მშვილდოსნის გულის მოგება ორიგინალური სიურპრიზებით, რომანტიული მოგზაურობითა და ცხოველებით შეიძლება. ამ ქალს უყვარს ხეტიალი და სიამოვნებით დათანხმდება ნებისმიერი სახის შემოთავაზებას ამ კუთხით. იგი ხშირადაა გატაცებული სპორტით ამიტომ ამ კუთხითაც გაქვთ შანსი მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. სპორტ-კომპლექსის ულიმიტო აბონიმენტი საჩუქრად და ერთობლივი ვიზიტები სატრენაჟორო დარბაზში, ძალიან დაგაახლოებთ მასთან როგორც მეგობარს. მეგობრობიდან სიყვარულამდე კი მშვილდოსნისთვის სულ ერთი პატარა ნაბიჯია.
ქალი მშვილდოსანი საოცრად გულჩვილი, სენტიმენტალური და სასწაულების მორწმუნე არსებაა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა სახის რომანტიკული ხარახურის შეგროვებას. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ მან პირველ პაემანზე თქვენ მიერ ნაჩუქარი ყვავილების თაიგულისგან სამახსოვრო ჰერბარიუმი გააკეთოს და სამომავლოდ, როცა უკვე მეუღლე გახდება ხშირად შეგახსენოთ ამ ფაქტით გაცნობის თარიღის აღნიშვნის აუცილებლობა.